რეკორდსმენი ნათურა

0
298

ნათურა რომელიც 110 წელია მუშაობს.

 ამერიკაში, კალიფორნიის შტატში, არსებობს პატარა ქალაქი სახელად ლივერმორი, რომელიც ძალიან საინტერესო ფაქტით გახდა ცნობილი. ერთ -ერთი სახანძროს შენობაში, 110 წელია ანათებდა 4 ვატიანი ნათურა, რომელიც არასდროს არ გადამწვარა. ის შევიდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე ძველი სინათლის ნათურა.

 როგორც ცნობილია, ეს ნათურა, ჯერ კიდევ 1901 წელს ერთმა ბიზნესმენმა აჩუქა მეხანძრეებს შენობის გასანათებლად . ლივერმორის მოსახლეობას ახსოვს  რამდენიმე ფაქტი „ იმ ბნელი დღეებისა“,  როდესაც ნათურა არ ანათებდა. ეს იყო: 1903 წელს 1 დღე, 1930 წელს 7 დღე  და ზოგჯერ როცა ელექტროენერგიის პრობლემა იყო 1930-1970 წლებში.

ეს უცნაური ნათურა, რომლის ხელით შეხებაც აკრძალული იყო, ყველას გაკვირვებას იწვევს. არავინ იცის ზუსტი პასუხი თუ როგორ ანათებს ამდენი წელი ის და არ იწვის. მეცნიერებმა, რომლებიც ამ სასწაულის სანახავად მივიდნენ, ვერ წარმოადგინეს დამაჯერებელი ვერსია, იმის შესახებ თუ რატომ მუშაობს სინათლის ნათურა 110 წლის განმავლობაში.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here