გარი კასპაროვის წარმატების საიდუმლო

0
208

ერთხელ გარი კასპაროვს ჰკითხეს:
– რამდენი სვლის გათვლას ახერხებთ ხოლმე წინასწარ?
– ჭადრაკში მთავარი ის კი არ არის, რამდენი სვლის გათვლა შეგიძლია წინასწარ, არამედ ის, თუ როგორ აანალიზებ შექმნილ სიტუაციას, – უპასუხა მსოფლიო ჩემპიონმა.
თუ ობიექტურად ვერ აფასებ არსებულ სიტუაციას, მაშინ იწყებ ისეთი სვლების გათვლას, რომლებიც ძირშივე მცდარია და ვინაიდან ბოლომდე ყველაფრის გათვლა შეუძლებელია, სწორი სვლის რიგიც არა და არ დგება და ბოლოს ირჩევ უკეთეს ვარიანტს უარესებიდან.
საქმე იმაშია, რომ ვალებში გახვეული ადამიანის მთავარი პრობლემა არის არა უფულობა, არამედ მდგომარეობა რომელშიც ის ვარდება როცა გააცნობიერებს რომ სასესხო ვალდებულებების დროულად დაფარვა მისთვის შეუძლებელია.

ეს არის პანიკური, სტრესული მდგომარეობა, რომელიც არ იძლევა სიტუაციის გონივრულად შეფასების საშუალებას. ეს კი თავის მხრივ არ იძლევა საშუალებას ვიპოვოთ პრობლემების გადაჭრის ეფექტური მეთოდები.
დაინახო ნათლად შექმნილი სიტუაცია – ნიშნავს გააკეთო ისე, რომ სწორმა სვლებმა თვითონ აღმოაჩინონ საკუთარი თავი…
პრინციპში იგივე ხდება ცხოვრებაშიც: თუ ჩვენ არ ვიცით როგორ უნდა მოვიქცეთ რომელიმე სიტუაციაში, ესე იგი არ ვიცით რა ხდება ამ დროს ჩვენს თავს…
თუ ჩვენ აღმოვჩნდით მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, ესე იგი თავის დროზე არასწორად შევაფასეთ სიტუაცია რომელშიც მაშინ ვიმყოფებოდით, გავაკეთეთ არასწორი სვლები და ამიტომაც მივიღეთ ეს შედეგი და თუ ახლაც კარგად არ გავაანალიზებთ რა გვჭირს, კიდევ უფრო უარეს ჭაობში ამოვყოფთ თავს.
სინამდვილეში ვალის არ გადახდა ჩვენი კი არა კრედიტორების პრობლემაა. ეს ისინი დგანან თავიანთი ფულის დაკარგვის საშიშროების წინაშე.ნებისმიერი შიში, მისი კარგად „გაშიფრვის“ შემდეგ მიდის აუცილებლად სიკვდილის შიშამდე. ანუ, რისიც არ უნდა გვეშინოდეს, ჩვენ სინამდვილეში ამ დროს გვეშინია სიკვდილის. მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სესხის დასაფარავდ ფულის არ ქონა არანაირად არ უქმნის საფრთხეს ჩვენს სიცოცხლეს. სიცოცხლეს შემოქმედი გვაძლევს ვალად, რომლის სანაცვლოდაც ის ჩვენგან ითხოვს მოვახდინოთ საკუთარი თავის რეალიზება ამ სიცოცხლის განმავლობაში. როცა ის სიცოცხლეს გვაძლევს, გვიყენებს გარკვეულ პირობებს. ის გვაძლევს ფიზიკური, გონებრივი, სულიერი შიმშილის გრძნობებს და ჩვენზეა დამოკიდებული როგორ შევძლებთ მათ დაკმაყოფილებას. ერთი წუთით წარმოიდგინეთ რომ ეს გრძნობები არ არსებობდეს, რომ ჩვენ გვეძლეოდეს სიცოცხლე და მორჩა, არაფრის კეთება არ იყოს საჭირო. ბევრს რომ ჰკითხო, ეს მშვენიერი იქნებოდა, ბევრისთვის ასეთი ცხოვრებოდა იქნებოდა ბედნიერება. როცა შენ გაქვს ყველაფერი რასაც ინატრებ თითის გაუნძრევლად, როცა შეგიძლია აბსოლუტურად არაფერი არ აკეთო და ყველაფერი გქონდეს. მაგრამ ეს ხომ საშინელებაა. ბედნიერება სინამდვილეში ის არის როცა შეგიძლია გასცე და მიიღო. და ყველა ღებულობს იმდენს რამდენიც გასცა.

ადამიანის ბედნიერების და წარმატებული ცხოვრების არსიც ხომ იმაში მდგომარეობს, რომ მან გააცნობიეროს საკუთარი მისია, დანიშნულება ამ ქვეყნად, იპოვოს გზა თუ როგორ ემსახუროს ხალხს, სამყაროს, შემოქმედს. ანუ ჩვენი ბედნიერების ხაზი სწორედ ვალდებულებების შეგრძნებაზე და გათავისებაზე გადის. და ეს არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა… ანუ ვალში ყოფნა, ზოგადად, არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა და შესაბამისად ის არის სრულიად უსაფრთხო. და რაც უფრო მალე გავაცნობიერებთ ამას, მით უფრო მალე გავნთავისუფლდებით ნერვული დაძაბულობისაგან. ეს კი მოგვცემს საშუალებას უფრო სწორად შევაფასოთ არსებული სიტუაცია და შევიმუშავოთ კრიზისიდან გამოსვლის სტრატეგია და ტაქტიკა.
ჩვენ უნდა გახდეთ ისეთივე, როგორიც ვიყავით სესხის აღებამდე – საკუთარ თავში დარწმუნებული, საკუთარი წამოწყებების წარმატებაში დარწმუნებული, დამოუკიდებელი და ძლიერი. ამისთვის კი საჭიროა ავმაღლდეთ პირველ რიგში საკუთარი თავის წინაშე. უნდა დავიბრუნოთ საკუთარი თავის სიყვარული, საკუთარი ძალების, უნარების და ცოდნის რწმენა.

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ამ ქვეყანას მოვევლინეთ განსაკუთრებული, გენიალური უნარებით და შესაძლებლობებით დაჯილოებულნი და მხოლოდ შემდეგ, საზოგადოების მხრიდან ძალადობრივი ზემოქმედების შედეგად მოხდა ჩვენი ტალანტების და უნარების დაკონსერვება.
დიახ, ჩვენ ისინი კი არ დავკარგეთ, არამედ გადავკარგეთ ჩვენინე თავის ღრმა საცავებში და ახლა უბრალოდ არ გვახსოვს მათთან მისასლელი გზები ან ხშირ შემთხვევაში საერთოდ მათი არსებობა.



დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here