სააკაშვილი: ”ნაციონალური მოძრაობა” დაბრუნდება უფრო მეტი სიახლით, უფრო დიდი ძალით, მეტი იდეებით, ვიდრე ოდესმე, თავისი ისტორიის განმავლობაში

0
26

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი 20 ინავარს პარტიის ყრილობასთან დაკავშირებით ვიდეო-რგოლს ავრცელებს.

„ეს არის პირველი მნიშვნელოვანი მარცხი ოლიგარქის, რომელმაც ვერ შეძლო მისი ყველაზე მზაკვრული გეგმის განხორციელება – ჩვენი პარტიის წართმევის, მისი ჩამოშლის და პოლიტიკური არენიდან გაქრობის.

უფრო მეტიც, 20 იანვარს, ”ნაციონალური მოძრაობა” დაბრუნდება უფრო მეტი სიახლით, უფრო დიდი ძალით, მეტი იდეებით, ვიდრე ოდესმე, თავისი ისტორიის განმავლობაში.

თქვენთან ერთად, ჩვენს აქტივისტებთან ერთად, ვინც გადაარჩინა, შეინარჩუნა და გააძლიერა ”ნაციონალური მოძრაობა” და ვინც უნდა გააგრძელოს საქართველოს შენება.

ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვართ ერთიანები, ძლიერები, როგორც არასდროს დარწმუნებული საკუთარ ძალებში და ქვეყნის მომავალში და რომ ჩვენი დამარცხება შეუძლებელია”, – აცხადებს სააკაშვილი.

 შეგახსენებთ რომ 20 ინავარს გაიმართება „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here