რას უნდა ველოდოთ Apple-ისგან 2019 წელს

0
54

2018 წელს ამერიკულ ტექნოგიგანტს არცთუ ისე ცოტა სიახლე ჰქონდა. Apple-მა გამოუშვა ახალი iPhone, iPad, MacBook Air და Apple Watch. ახლა კი კომპანიის ინჟინრები და მარკეტოლოგები მუშაობენ ახალ პროდუქტზე, რომლებსაც 2019 წელს გამოუშვებენ.

Apple-ში მომავალ პროდუქტებზე კომენტარს არასდროს აკეთებენ, თუმცა ანალიტიკოსების მოსაზრებისა და სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, შეიძლება შევიქმნათ სავარაუდო წარმოდგენა, თუ რას უნდა ველოდოთ კომპანიისგან 2019 წელს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, თუმცა ის გვაძლევს კარგ წარმოდგენას, თუ რას შეიძლება ველოდოთ.

AirPower

Apple-მა უსადენო დამტენი AirPower 2017 წლის სექტემებერში დააანონსა, თუმცა მისი გამოშვება ბევრჯერ გადაიდო. გადადების უამრავი მიზეზიც დასახელდა, თუმცა ამ დროისთვის ეს პრობლემები მოხსნილია და მოწყობილობა 2019 წელს გამოვა.

Smart Battery Case

16 იანვარს Apple-მა მის ონლაინ მაღაზიაში ასორტიმენტში ოფიციალურად დაამატა საფირმო „ჩიხოლი“, რომელშიც ინტეგრირებულია აკუმულატორი სახელწოდებით Smart Battery Case, რომელიც ერგება ახალ iPhone-ებს. სამივე ვარიანტი ხელმისაწვდომია და წარმოდგენილია ორ ფერში – შავი და თეთრი.

Mac Pro

2016 წელს Apple-მა დააანონსა სამაგიდო კომპიუტერი პროგრამისტებისთვის, ვიდეოოპერატორებისთვის და სხვა სპეციალისტებისთვის, რომელთაც სჭირდებათ მაქსიმალურად მძლავრი ტექნიკა. სწორედ ამ სტაციონარს ელოდებიან წელს კომპანიისგან. როგორც მოსალოდნელია, ახალი Mac Pro იქნება მოდულით, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლებს მისი კიდევ უფრო გაძლიერება შეეძლებათ. ერთი რამ ცხადია, ის ძალიან მძლავრი და ძალიან ძვირი იქნება.

ახალი Apple Watch

ამ დროისთვის ახალი სმარტ საათების შესახებ ცოტას საუბრობენ, თუმცა ის, რომ Apple Watch შემოდგომაზე ახალ სმარტფონებთან ერთად გამოდის, ეს ცნობილია.

ახალი iPhone

შემოდგომაზე Apple გეგმავს წარმოადგინოს სმარტფონების ახალი თაობა. მიუხედავად მათი მოსალოდნელზე ნაკლები რაოდენობით გაყიდვებისა, კომპანია ასევე გეგმავს განაახლოს საფლაგმანო XR. როგორც მოსალოდნელია, ფლაგმანები აღიჭურვება სამმაგი კამერით. ხოლო ბიუჯეტური iPhone XR ერთის ნაცვლად ორ კამერას მოირგებს.

MacBook

მოსალოდნელია, რომ MacBook Pro და MacBook Air, ბოლო-ბოლო მიიღებენ 10-ნანომეტრულ ჩიპებს Intel-ისგან. ამ დროისთვის 13-დიუიმიანი MacBook Pro სენსორის პანელით იყენებს Intel-ის მობილურ პროცესორებს სერიიდან Coffee Lake U, რომლებიც 2018 წლის მეორე კვარტალში გამოვიდა. ხოლო 15-დიუიმიან მოდელებში გამოიყენება ექვსბირთვიანი Coffee Lake H, რომელიც ასევე მეორე კვარტალში გამოვიდა.

iPad Mini

ჩინეთის ბლოგოსფეროში უკვე გამოჩნდა ახალი პლანშეტის iPad mini 5 ჯაშუშური ფოტოები. ამ ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ეს მოწყობილობა ვიზუალურად გავს 2018 წლის მოდელს ეკრანით 9,7 დიუიმი. თუ ეს ფოტო ნამდვილია iPad mini 5 აღიჭურვება 3,5 მილიმეტრიანი აუდიო პორტით USB Type-C და ქვედა ნაწილში სტერეო დინამიკებით.

ახალი AirPods

Apple-მა განაცხადა, რომ გამოუშვებს ახალ ყურსასმენებს AirPods უსადენო დატენვის ფუნქციით. თუმცა არის ვერსია, რომ ახალი თაობა დამატებითი ფუნქციებით გამოვა, მათ შორის, ხმაურდამხშობი და წყალგამძლე ფუნქციით. თუმცა ისინი დიდი ალბათობით გაძვირდება.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here