რომელი ქართული კომპანია გადაიღებს NIKE ის რეკლამას?

0
111

ქართული სარეკლამო კომპანია, Metro Production საერთაშორისო ბრენდის, Nike-ის რეკლამას გადაიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას მარკეტერი ავრცელებს. როგორც “მეტრო ფროდაქშენის” აღმასრულებელი პროდიუსერი, სანდრო გაბილაია ამბობს, ნაიკის ახალი სარეკლამო კამპანიის ფარგლებში ვიდეორგოლები 9 ქვეყნის ბაზრისთვის შეიქმნება.

ვიდეორგოლებში პოსტსაბჭოთა ქვეყნების ცნობილ სპორტსმენებსა და საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელ არქიტექტურას ვიხილავთ.

მეტრო ფროდაქშენის თანამშრომლები ცნობილ რეჟისორთან, დენიელ ვულფთან და დიდ სარეკლამო კომპანიებთან, Somesuch-თან და The Mill-თან ითანამშრომლებენ. კამპანიის სახელი და დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here