მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის წელს გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება

0
211

2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება – ამის შესახებ განცხადება გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ გააკეთა.

გორგოძემ განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციაზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ ცვლილებები სკოლის გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებით ეტაპობრივად განხორციელდება.

წელს გამოსაშვები გამოცდები მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდება. 

„იმ პირებს, ვინც ჩაიჭრა ან ვერ გამოცხადდა გამოცდაზე მე-11 კლასში, მათთვის უზრუნველვყოფთ გამოცდების ჩატარებას“,”- აღნიშნა გორგოძემ. 

ასვეე, ცვლილებები ეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს. გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, 2020 წლიდან ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებული აღარ იქნება.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here