შაქარი, ცხიმი თუ ნახშირწყლები: რა ასუქებს სხვადასხვა სახის ტანის ფორმებს

0
198

შაქარი, ცხიმი თუ ნახშირწყლები: რა ასუქებს სხვადასხვა სახის ტანის ფორმებს?

ის თუ რა სახის პროდუქტი უნდა მიიღოთ იმასთვის, რომ შეინარჩუნოთ მომხიბვლელი ფიგურა, დამოკიდებულია ტანის ფორმაზე.

1. ბანანი

საშუალოზე მაღალი სიმაღლე

მხრები, წელი და თეძო დაახლოებით ერთი ზომისაა

ზედმეტი წონა ჩნდება მუცლისა და თეძოს არეში, ხოლო ფეხები და ხელები რჩება გამხდარი.

თუ თქვენ „ბანანის“ ფორმის სხეული გაქვთ, ზედმეტი წონისაგან ტავის ასარიდებლად უნდა მოერიდოთ ცხიმებს. როგორ წესი „ბანანის“ ტანის მქონე ქალბატონები მარტივად ხდებიან, ამიტომ ნაკლებად ცხიმიან საკვებთან ერთად, უნდა იაროთ ფეხით და მარტივი ვარჯიშები გააკეთოთ.

2. „ვაშლი“

მხრები თეძოზე ფართოა

სხეულის ზედა ნაწილი, ქვედაზე მსხვილია

ლამაზი ფორმის თეძო და ფეხები

ფართო გულმკერდი და მუცელი

ზედმეტი წონა ჩნდება მუცლის არეში

თუ თქვენ გაქვთ „ვაშლის“ ფორმის სხეული, უნდა მოერიდოთ ნახშირწყლების მიღებას. ამ ფორმის მქონე ადამიანებს იშვიათად აქვთ წონასთან დაკავშირებული პრობლემები. თუმცა უფრო დახვეწილი ფიგურის მისაღებად საჭიროა ვარჯიში!

3. „მსხალი“

სხეულის ქვედა ნაწილი უფრო ფართოა, ვიდრე ზედა

მხრები და წელი ერთი ზომისაა

ზედმეტი წონა ჩნდება წელს ქვემოთ

„მსხალის“ ფორმის მქონე ადამიანების მთავარი მტერი ტკბილეულია. „ვაშლის“ სახის ფორმა არის ყველაზე ქალური და ჰორმონებზე დამოკიდებული ფორმა.  სწორედ ჰორმონებზე დამოკიდებულება გიბიძგებთ ტკბილეულისკენ.

4. „ქვიშის საათი“

სხეულის ზედა და ქვედა ნაწილი პროპორციულია

მხრები და თეძო დაახლოებით ერთი ზომისაა

თეძოსა და წელს შორის განსხვავება 15 სმ-ზე მეტია

∇ზედმეტი წონა მთელ სხეულზე ნაწილდება

„ქვიშის საათი“  ყველაზე სექსუალური სცეული ფორმაა, თუმცა  ლამაზი ფორმების შენარჩუნება, ყველაზე მეტ შრომას მოითხოვს. „ქვიშის საათის“ ფორმის სხეული ყველაზე მეტად ეწინააღმდეგება დიეტებს, ამიტომ ამ ფორმის მქონე ადამიანები უნდა მოერიდონ ცხიმებსაც, ნახშირწყლებსაც და ტკბილეულსაც. ვარჯიშის საუკეთესო ვარიანტი ცურვაა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here