მალხაზ მაჩალიკაშვილი 150 დეპუტატისგან პასუხს ითხოვს – შვილმოკლულმა მამამ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტის ყველა წევრის სახელზე წერილი შეიტანა

0
144

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნასა და მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვს.


მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტში ყველა დეპუტატის სახელზე 150 წერილი შეიტანა, რომელშიც კითხვა შემდეგნაირადაა ფორმურილებული:

„გთხოვთ წერილობით მაცნობოთ თქვენი პოზიცია – მხარს უჭერთ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტში შეიქმნას ჩემი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია?“

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ხელისუფლება ღირსება დაკარგულია და სწორედ ამის გამო არ იძიებს მისი შვილის მკვლელობის საქმეს და თემირლან მაჩალიკაშვილი წინასწარ, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ჰყავს გამოცხადებული ტერორისტად:

„მძინარე ბავშვი ლოგინში მოკლეს და მერე ადგნენ, გავარდნენ და ტერორისტად გამოაცხადეს, რატომ გამოაცხადეს ტერორისტად? იმიტომ რომ დამიბლოკონ, ტერორიზმი არის სიტყვა რომელიც მე მზარავს და ყველა ქვეყანაში ტერორისტს ასე უყურებენ, იმიტომ ჩაიდინეს ეს ნაძირლობა და არაადამიანობა. ამათ არ გააჩნიათ ღირსება. თავს არ ვიქებ, მაგრამ ჩემი ღირსების 1%-იც რომ ქონდეთ ამათ, პასუხს გაგვცემდნენ, მაგრამ ამათ ღირსება დაკარგეს, რაც ადამიანობაში ყველაზე მთავარია.“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here