უცნაური ხუმარა, რომელიც მშობლიურ ქალაქს ისე უყვარდა, რომ ვულკანის გაღვიძებაც კი აპატია

0
130

1974 წლის პირველ აპრილს ქალაქი სიტკა (ალიასკა) განგაშის სირენამ გააღვიძა.

 ტელევიზიები და რადიო არხები ადგილობრივ მოსახლეობას სიფრთხილისკენ და ევაკუაციისთვის მზაობისკენ მოუწოდებდნენ.

 ხალხი პანიკაში ჩააგდო 400 წლის წინ ჩამქრალი ვულკანის ედგეკუმბეს გაღვიძებამ. ქალაქს გადმომყურე უზარმაზარი მთის წვერს ავისმომასწავებელი, კუპრივით შავი კვამლი ასდიოდა.

სასწრაფოდ, ვერტმფრენებით გაუშვეს მფრინავები გაღვიძებული ვულკანის კრატერის დასათვალიერებლად, რათა შეესწავლათ საფრთხე და გაეანგარიშებინათ დრო სავარაუდო ამოფრქვევისა.

სულგანაბული ელოდა ქალაქი მფრინავების ჩამოტანილ ამბავს.

  წარმოიდგინეთ მათი განცვიფრება, როცა „კრატერში“ 70-ამდე მხრჩოლავი საბურავი აღმოაჩინეს.

 მაშინვე მიხვდა ყველა ვისი ნამოქმედარიც იქნებოდა ეს საპირველაპრილო ხუმრობა. (იხ.ფოტო)

 დააკვეს ქალაქის ნომერ პირველი ხუმარა – პორკი ბიკარი.

რომელიც სახეზე ღიმილმოუშორებლად აძლევდა აღიარებით ჩვენებას პოლიციის განყოფილებაში თუ როგორ უმწიფდა და მოსვენებას არ აძლევდა 4 წლის განმავლობაში ეს გეგმა და როგორ აიტანა ედგეკუმბეზე ერთ ღამეში 70 საბურავი.

 პორკი რომც დაეჭირათ – დიდად მაინც არ ინაღვლებდა და არ შეიცვლიდა მხიარულ ზნეს, არც დაიჭირეს. ქალაქს  უყვარდა თავისი ხუმარა მცხოვრები და მოზღვავებული ადრენალინის და შიშიანი დღის შემდეგ- იმის აღმოჩენამ რომ კატაკლიზმით გამოწვეული ტრაგედია არ ემუქრებოდათ – კიდევ უფრო გაამხიარულა და გაახარა ყველა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here