8 რჩევა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის

0
157

ამბობენ ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანებს, ჯანმრთელი სხეული აქვთო. ყველაფერი ტვინიდან მოდის და ჩვენთითონვე ვაკონტროლებთ ჩვენს სხეულს, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორ შევინარჩუნოთ ფსიქიკური ჯანმრთელობა:

#0 შეგეძლოთ ოჩოს გაბედნიერება

ეს პუნქტი ყველაზე მნიშვნელოვანია და იცით რატომ? მხოლოდ 1 ადამიანს შეუძლია უბრალო ღიმილით მე გამაბედნიეროს და მაგრძნობინოს რომ ყველაზე დიდი ბედნიერება რაც შეიძლება მეპოვა უბრალოდ მაჩუქა <3

#1 მაღალი თვითშეფასება

ვინ ხარ და რისი გაკეთება შეგიძლია? თუ შენი თავის მიმართ კარგი დამოკიდებულება გაქვს უკეთეს შედეგსაც მიიღებ. როდესაც ფიქრობ, რომ წარმატებული ხარ უფრო მეტად იქცევი როგორც წარმატებული. ამის საპირისპიროდ, როდესაც ფიქრობ რომ წარუმატებელი ხარ, უფრო მეტად იქცევი როგორც წარუმატებელი.შესაბამისად, ძალიან მნიშნელოვანია პოზიტიური თვითშეფასების ფორმირება

#2 რეგულარულად ივარჯიშეთ

ვარჯიში არის გამოცდილი გზა. სტრესის დროს ის ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობას აუმჯობესებს.

Image result for health mental

#3 თავი აარიდეთ ალკოჰოლსა და თამბაქოს

პერიოდულად ალკოჰოლის მიღება სასარგებლოცაა, თუმცა ბევრი ალკოჰოლს იღებს ხასიათის შესაცვლელად და მარტოობის გრძნობის დასაძლევად. მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლი ასეთ ადამიანებს ნამდვილად ეხმარებათ, ეს ეფექტი მხოლოდ დროებითია. ამასთან ერთად, იგივე ეფექტის მისაღებად მეტი და მეტი ალკოჰოლის მიღება დაგჭირდებათ.

 #4 დაისახეთ რეალისტური მიზნები

რთულად მისაღწევი მიზნების დასახვა, რა თქმა უნდა კარგია. მაგრამ თუ თქვენ ძალიან მაღლა დაუმიზნებთ, შეიძლება ეს თქვენთვის დემოტივატორი გახდეს და იმასაც ვერ მიაღწიოთ რისი მიღწევაც შეგიძლიათ. ეცადეთ თქვენი მიზნები იყოს ერთკვირიანი ან თუნდაც ერთთვიანი. დასახეთ რეალური მიზნები და თქვენ მას აუცილებლად მიაღწევთ!

#5 დაეხმარეთ სხვებს

სხვა ადამიანების დახმარება აუმჯობესებს თქვენს ხედვას საკუთარ თავზე. მოხალისეობა დაგიფასდებათ, რაც თვითშეფასებას გაგიზრდით. გარდა ამისა, სხვების დახმარება ძალიან კარგი ცხოვრებისეული გამოცდილებაა.

10 советов по поддержанию психического здоровья

#6 იზრუნეთ თქვენს სხეულზე

სავარაუდოდ ეს ფრაზა ბევრჯერ გაგიგიათ, მაგრამ თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობას ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ეცადეთ მიირთვათ მხოლოდ ჯანმრთელი საკვები. თავი აარიდეთ სიგარეტის მოწევას. აუცილებლად მიიღეთ დღეში საკმარისი წყალი. აუცილებლად დაიძინეთ. უძილობასა და დეპრესიას შორის პირდაპირი კავშირია

#7 ეძიეთ სასარგებლო ადამიანები

ფსიქოლოგმა კარლ როჯერსმა განასხვავა საზიანო და სასარგებლო ადამიანები. საზიანო ადამიანები აკრიტიკებენ და ყველაფერში წუნს პოულობენ.მეორეს მხრივ, სასარგებლო ადამიანები დადებითი და ოპტიმისტური არიან

#8 მიირთვით ჯანსაღი და ბალანსირებული საკვები.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here