UEFA გიორგი ჩაკვეტაძეზე: ეს სახელი დაიმახსოვრეთ

0
177

UEFA-ს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ეროვნული ნაკრების 19 წლის ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის თამაშის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნეს.

„დაიმახსოვრეთ ეს სახელი, გიორგი ჩაკვეტაძე. ის მხოლოდ 19 წლისაა“ – წერია ვიდეოს აღწერაში.

ვიდეო 19 სექტემბერს, საქართველოსა და ყაზახეთს შორის გამართული მატჩიდან ფრაგმენტს ასახავს. მატჩი საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში 59-ე წუთზე გიორგი მერებაშვილმა გახსნა, მეორე გოლი კი მეტოქის კარში 84-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „გენტისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების 19 წლის ნახევარმცველი, შესაძლოა, მსოფლიოს რომელიმე წამყვანმა კლუბმა იყიდოს.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here