გეიშას ისტორია

0
724

სიტყვა “გეიშა” (გეისია) ითარგმნება, როგორც “ხელოვნების კაცი”, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ რეალური გეიშა არ არის თანამედროვე გაგებით მეძავი. გეიშა არის ქალბატონი, რომლის მთავარი ამოცანაა შექმნას იმ მამაკაცის გარშემო, რომელსაც ახლავს, ექსკლუზიურობის, ამ მამაკაცის გამორჩეულობისა  და პრობლემების არარსებობის ატმოსფერო.

თუმცა, გეიშა იმდენად კომპეტენტურია სექსუალური სიამოვნების მინიჭებაში, რომ მამაკაცი ვერასოდეს დაივიწყებს მასთან ერთად გატარებულ ღამეს. საინტერესოა, რომ გეიშა არ არის ვალდებული მოემსახუროს ნებისმიერ კლიენტს, მას აქვს უფლება აირჩიოს თავისი პარტნიორი. გეიშას წოდება არის გავლენიანი რეკომენდაციების და მაღალი პატივისცემის აშკარა შედეგი.

საინტერესოა, რომ  მე -17 საუკუნემდე გეიშები იყვნენ მამაკაცები, რომლებიც ჯამბაზის როლს ასრულებდნენ იაპონიის ფეოდალებისა  მათი სტუმრებისათვის.  მათ “ტაიკომოტს” ან “დრამერს” უწოდებდნენ. მე -18 საუკუნის შუა პერიოდში, ქალებმა ამ პროფესიიდან მამაკაცები მთლიანად გააძევეს.

კასენი ცეცხლის სახლიდან – იყო პირველი ქალი გეიშა, რომელმაც 1751 წელს დაიწყო კიეტოს ერთ-ერთი ბორდელის  კლიენტების გართობა. მე -19 საუკუნეში, ყველა იაპონურ ქალაქში იყო გეიშ ჰაუსი, სადაც ყველა სტუმარს შეეძლო თავი ყოვლისშემძლედ ეგრძნო.  გეიშის ხელოვნება ძალიან პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი იყო.

ნამდვილი გეიშას მთავარი გამორჩეული თვისება არის კიმონოს ქამრების შეკვრის უნიკალური მეთოდი. ის მდებარეობს გეიშას კიმონოს უკანა მხარეს და იკვრება უძველესი რიტუალების თანახმად. მისი გახსნა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალისტის დახმარებით.

გეიშა ყოველდღიურად 4-5 საათს ხარჯავს მაკიაჟზე,  ვარცხნილობასა და ტრადიციულ კიმონოში გამოწყობაზე, რომლის ღირებულებაც საშუალო ავტომობილის ფასს უტოლდება.

ახალგაზრდა გეიშები 12 საათის განმავლობაში სწავლობენ ცეკვას, სიმღერას, ხატვას, საინტერესო საუბრის შენარჩუნებისა და სასმელების მიწოდების ხელოვნებას.

გარდა ამისა, უზარმაზარი თანხები იხარჯება  სექსუალური ოსტატობისა და ეროტიკული ტექნიკის ასათვისებლად. ამჟამად, ახალგაზრდა გეიშები სასიყვარულო ხელოვნების გაკვეთილებს მეძავებისაგან იღებენ, წარსულში მათ ამ მიზნით გამოცდილ ასაკოვან მამაკაცებს აბარებდნენ.

საინტერესოა, რომ გეიშას მიერ მოტანილი მოგება 300%-ით აღემატება მის დახელოვნებაში ჩადებულ ფინანსურ ხარჯებს.

 უძველესი გეიშა იაპონიაში 100 წლისაა (2009 წელს) კოკოინ-სამა,  რომელმაც საკუთარი სიცოცხლის 80 წელი ამ საქმეს მოახმარა.

ყველაზე ცნობილ გეიშად მსოფლიოში აღიარებულია Mineko Iwasaki, რომელიც გახდა არტურ გოლდენის  პოპულარული წიგნის “გეიშას  მემუარებისა“ და იმავე სახელწოდების , რობ მარშალის ფილმის  მთავარი პროტოტიპი.

სტატისტიკის მიხედვით, იაპონელ მამაკაცთა მხოლოდ 1%-ს უსარგებლია გეიშების მომსახურებით, რადგან მათი მომსახურება ძალიან ძვირია. ორი საათის განმავლობაში ამ ქალის საზოგადოებაში ყოფნა,   საშუალო შემოსავლის იაპონელის წლიური ხელფასის მეოთხედი მაინც ღირს.

თანამედროვე იაპონიის ისტორიაში არსებობს უამრავი სკანდალური ისტორია, რომელიც დაკავშირებულია გეიშასთან. მაგალითად, 1989 წელს პრემიერ-მინისტრი სო-სუკ უნიო იძულებული გახდა გადამდგარიყო, რადგან  გეიშა  მიცუკა ნაკამიშიმ პრესაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრი მისი საყვარელი იყო. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სკანდალის მთავარი მიზეზი გეიშასთან კავშირი კი არა, ის გახლდათ, რომ პრემიერი, ქალის ინფორმაციით, მას ცოტას უხდიდა და სათანადოდ არ ექცეოდა.

ავტორი: ლიკა რაჭველი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here