იშვიათი ცხოველები – ოკაპი

0
168

ოკაპი არის იშვიათი ცხოველი, რომელიც ეკუთვნის ტყის ჟირაფების ოჯახს. ის ძირითადად ბინადრობს აფრიკაში, კონგოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მათი ნახვა დიდ სირთულეს წარმოადგენს რადგან ისინი ძალიან მშიშრები არიან დ სულ იმალებიან.

ამ სახის ჟირაფებს აქვთ ძალიან მკვრივი აღნაგობის სხეული, მისი სიმაღლე 2 მეტრია და 240 კილოგრამს იწონის,კუდის სიგრძე 40 სმ.-ა. ოკაპის გამორჩეული თვისებები არის გრძელი ენა,რომელიც ხელს უწყობს საკვების მოპოვებაში, ის იკვებება ბალახით, ფოთლებითა და ხილით.


ჟირაფებს ნახავთ მხოლოდ დღისით, მათ უყვართ მარტო გამოჩენა, იშვიათად ნახავთ ამ ჟირაფებს ჯგუფურად. მათი ორსულობის პერიოდი გრძელდება 450 დღე.

ბელი იბადება 14 დან 30 კილომდე, ტყის ჟირაფის სიცოცხლის ხანგრძლივობა 20 დან 30 წლამდე მერყეობს. ჟირაფისთვის ყველაზე სახიფათოა ლეოპარდი. ამ ცხოველის უპირატესობა არის კარგი სმენა,რომლითაც ის თავს იცავს მოსალდნელი საფრთხეებისაგან.
ეს ცხოველები ძალიან გვანან ზებრებს. მაგათი ფერები თითქმის იგივეა. პირველად ამ საინტერესო არსებებზე ინფორმაცია 1890 წელს მეცნიერმა ჰენრი სტენლიმ მოიპოვა, მსოფლიოში ეს ცხოველები ნაკლებად ცნობილები არიან, მაგრამ შესაძლებელია მომავალში უფრო მეტი გავიგოთ მათზე.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here