რატომ ურჩევნიათ მდიდრებს მოკრძალებული ჩაცმულობა?

0
312

მოდის ინდუსტრია სწრაფი ტემპით ვითარდება, იმისთვის რომ ყველა სახის ახალი ნივთები შევიძინოთ ბევრი ფულია საჭირო. მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები არ იყენებენ თავიათ ფინანსურ შესაძლებლობებს და ურჩევნიათ უბრალოდ და მოკრძალებულად ჩაიცვან, რატომ? დროის ეკონომიაა თუ ენერგიის?


რაც უფრო ნაკლები გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, მით უფრო მაღალია მათ ხარისხი. თუ ადამიანი დილიდან ბრწყინვალე იდეების ძებნაშია და ისეთი მოქმედება როგორიცაა ტანსაცმლის შერჩევა, ხელს უშლის ამ მნიშვნელოვან პროცესს, მისი აზრი და გონება გადართულია გარდერობზე. ყოველ დღიურად ტანსაცმლის შერჩევა ადამიანს ბევრ დროს ართმევს. ჩატარდა ექსპერიმეტი, რომლის არსიც იყო 33 ნივთს შერჩევა ადამიანებისთის და ეს ნივთები ( ტანსაცმელი) უნდა გამოეყენებინათ 2 თვის მანძილზე. ექსპერიმენტში მონაწილეებმა აღნიშნეს ,რომ მათ შეძლეს დიდი დროის დაზოგვა ტანსაცმლის შერჩევაში და ამავე დროს რაც გააჩნდათ იმით მშვენივრად გამოიყურებოდნენ.

რაც უფრო მეტი ნივთი და ტანსაცმელი გაქვს მით მეტი დროა საჭირო მათ მოვლისთვის, რომლითაც შენ შენს ძვირფასს დროს კარგავ.
ამერიკელი არტ-დირექტორი მატილდა კალ აცხადებს რომ, კაფსულური ( შეზღუდული) კარადები ყოველ დღიურად იცავენ ადამიანებს სტრესისგან. იმ შემთხვევაში როცა ადამიანს მეტი არჩევანი აქვს ტანსაცმლის ის მუდმივად ეჭვებშია არის თუ არა ის ჩაცმული სათანადოდ.

მდიდარ ადამიანებს ურჩევნიათ ჰქონდეთ რამოდენიმე და ხარისხიანი ნივთი და გამოიყურებოდნენ ელეგანტურად. მთელ თავიანთ დროს და ენერგიას ისინი თავიანთ წარმატებულ საქმეში ხარჯავენ.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here