საუდის არაბეთის ისტორიაში, პრინცესა რიმა ბინტი აშშ-ში პირველი ქალი ელჩი გახდა

0
232

.

საუდის არაბეთის ისტორიაში, მაღალი რანგის დიპლომატიური თანამდებობა ქალმა პირველად დაიკავა. პრინცესა რიმა ბინტი აშშ-ში პირველი ქალი ელჩი გახდა. ინფორმაციას საუდის არაბეთის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. 

საუდის არაბეთის პრინცის და პრემიერმინისტრის პირველი მოადგილის მუჰამედ ბენ სალმანის განცხადებით, მეფე სალმან ბენ აბდელ აზიზის გადაწყვეტილებით პრინცესა რიმა ბინტი აშშ-ში ელჩის თანამდებობას იკავებს. 

პრინცესა რიმა , პრინც ბენდერას შვილია, რომელიც საუდის არაბეთის დიპლომატიას აშშ-ში 1983  წლიდან 2005 წლამდე ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ, მან ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურში დაიწყო მუშაობა. 

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here