“მე ვარ კანონიერი ქურდი, მოდით დამიჭირეთ” – ნანა კაკაბაძე “კანონიერი ქურდების” დევნას აპროტესტებს

0
74

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ე.წ. “კანონიერი ქურდების” დევნას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ამ მხრივ, მოქმედი ხელისუფლება წინამორბედის მიერ დანერგილ მანკიერ პრაქტიკას აგრძელებს. კაკაბაძის თქმით, ადამიანების ქვეყნიდან განდევნა და დაპატიმრება დაუშვებელია, თუ მათ რაიმე სახის დანასაულებრივი ქმედება არ უმტკიცდებათ. მისი თქმით, დღეს საქართველოში “კანონიერ ქურდებს” ძირითადად მხოლოდ მათი მრწამსის და სტატუსის გამო დევნიან. 

“მე რომ შევქმნა დედოფლების გაერთიანება, ყველა ქალი, ვინც თავს მოიაზრებს დედოფლად გაერთიანდეს ჩემთან ერთად, იმას ნიშნავს, რომ ვინმემ ტახტი დაგვიდგას?! თუ ჩვენ ვთვლით, რომ ვართ დედოფლები და ვაზროვნებთ დედოფლებივით, ეს შეიძლება დანაშაული იყოს? თუ ვინმეს არ ვძალავ რამეს, დანაშაულს არ ჩავდივარ, რა მნიშვნელობა აქვს გარკვეულ წრეში რა სტატუსს მომანიჭებენ, იქნება ეს დედოფალი, თუ “კანონიერი ქურდი”?!

თუ ადამიანი არ სჩადის დანაშაულებრივ ქმედებას, ან უმოქმედობას, რომელმაც მძიმე შედეგი გამოიწვია (რაც ასევე დანაშაულია) სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია მისი უფლებების შეზღუდვა, ქვეყნიდან გაძევება, თუ არ შემოშვება. ეს არის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ფეხვქეშ გათელვა. რას დავირქმევ მაგას რა მნიშვნელობა აქვს, თუ კანონს არ ვარღვევ. არავის აქვს უფლება ასეთ შემთხვევაში ვინმეს გადაადგილება შეუზღუდოს. თუ ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, რა მნიშვნელობა აქვს რა ერქმევა მის გაერთიანებას – ქურდული სამყარო, თუ ანგელოზთა დასი. როგორ შეიძლება ადამიანი მხოლოდ თავისი აზროვნების და მრწამსის გამო ქვეყანაში არ შემოუშვა და ციხეში ჩააგდო” – აცხადებს ნანა კაკაბაძე, რომელიც “კანონიერი ქურდების” უფლებების დასაცავად საზოგადოებრივი კამპანიის დაწყებასაც გეგმავს.

“უნდა დაიწყოს კამპანია და დისკუსია, რომელ სამართლებრივ სივრცეში ჯდება ეს ყველაფერი. დღეს თუ ვინმეს სახელწოდება – „კანონიერი ქურდი“ არ მოსწონს და ამის გამო ადამიანებს დევნიან, ხვალ ვიღაც იგივეს პოლიტკური ნიშნით გააკეთებს და გამოაცხადებს, რომ კონკრეტული პარტიის სახელწოდება მისთვის მიუღებელია, ამიტომ აიკრძალოსო.

კონკრეტული ადამიანების უკანონო დევნის ეს მახინჯი პრაქტიკა დანერგეს ნაციონალებმა და სამწუხაროდ, „წარმატებით“ გააგრძელა „ოცნებამ“. დღევანდელი ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ ჩრდილიდან ვერ გამოდის და იმის შიშით, არიქა, რას იტყვის ამაზე „ნაციონალური მოძრაობა“ იღებს აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილებებს. თუ რამე დააშავა “კანონიერმა ქურდმა”, ან უკანონო ქურდმა, ან ანგელოზთა დასის წარმომადგენელმა, ის უნდა დაისაჯოს, მაგრამ რაღაც სოციალურ წრეში აღიარებული სტატუსის გამო ადამიანების ქვეყნიდან განდევნა არის უკიდურესად არადემოკრატიული საქციელი. რომ ვიძახო თამარ მეფე ვართქო, წმინდათ გამომაცხადებენ?! სადაა ლოგიკა აქ?! ყველა ნამდვილი უფლებადამცველი და არა პოლიტიკურად ანგაჟირბეული ადამიანი უნდა გაერთიანდეს, თუ მათ რეალურად აღელვებთ ადამიანის უფლებები და ხმა ამოიღონ. 21-ე საუკუნეში ადამიანები იდევნებიან არა კონკრეტული დანაშაულებების, არამედ რაღაც სტატუსის გამო. აგერ ვიძახი – მე ვარ კანონიერი ქუდი, მოდით დამიჭირეთ”, – აცხადებს ნანა კაკაბაძე. 

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here