შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს თუთუნის გაძვირება — აკაკი ზოიძე

0
363

საქართველოს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ თამბაქოსთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზია. მისი თქმით, უფილტრო და ფილტრიან სიგარეტზე ფასის გაზრდის შემდეგ მოქალაქეებმა სიგარეტის მოხმარების შემცირების ნაცვლად იაფი პროდუქტის, დაფასოებული თამბაქოს ყიდვა დაიწყეს.

“ეს არის შემდეგი ნაბიჯი, რაც უნდა გაკეთდეს. წელს გაძვირდება, თუ მომავალ წელს, მაგაზე არ არის საუბარი. იაფი და ხელმისაწვდომი თამბაქო არ უნდა იყოს. ფასის ზრდა მიმართული იყო იმისკენ, რომ ადამიანებმა ან ნაკლები მოწიონ, ან თავი დაანებონ”, — განმარტავს ზოიძე და დასძენს, რომ თამბაქოს მოხმარების შემცირების ერთადერთი გზა ფასის ზრდაა.

ის აღნიშნავს, რომ მისი ნათქვამი შესაძლოა, არაპოპულარული იყოს, თუმცა თამბაქოს მოხმარების თავის დანებების შემდეგ მოქალაქეები კმაყოფილები იქნებიან. ის ამბობს, რომ არ გეგმავს საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობას. მისი თქმით, მსგავსი რეგულაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა და გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს.

თამბაქოს აქციზის ფასი

2014- 2018 წლამდე პერიოდში სააქციზო გადასახადი ქვეყანაში ხუთჯერ გაიზარდა. სააქციზო გადასახადის გაზრდის პროცესი ამით არ დასრულებულა. ფასი გაიზარდა 2018 წელსაც, ცვლილებები კი 2019 წლიდან ამოქმედდა. 2019 წლის ბიუჯეტით შემოსავლები სააქციზო გადასახადიდან დაახლოებით 1,5 მილიარდს უნდა გაუტოლდეს.

  • 2019 წლიდან უფილტრო სიგარეტის აქციზი ღირებულება, ფილტრიანისას გაუთანაბრდა და ერთ კოლოფზე 1,7 ლარს გაუტოლდა;
  • 2019 წლიდან გასამმაგდა ადვალური (იმპორტირებული პროდუქტის ღირებულების პროცენტული გადასახადი) გადასახადი. თამბაქოზე, ერთი კოლოფზე 10-დან 30 პროცენტამდე.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here