დღის ჰოროსკოპი – 4 მარტი

0
318

ვერძი-დღევანდელი დღე, არცთუ იოლი ამოცანების გადაჭრის აუცილებლობის წინაშე დაგაყენებთ. ამ მხრივ განსაკუთრებული სიძნელეების გადალახვა, პროფესიულ ასპარეზზე მოგიხდებათ. რადგან თქვენი უკომპრომისო საქციელიდან გამომდინარე, ჯიუტად არ გსურთ ჩვეული საქმიანობის კურსის, ახლებური ტაქტიკით ჩანაცვლება,რომელსაც გარშემომყოფნი დაჟინებით გირჩევენ. ამგვარი საქციელი კი სამომავლოდ შესაძლოა, რეპუტაციის შელახვადაც კი დაგიჯდეთ.

კურო-საკუთარი ფინანსების განკარგვა, მხოლოდ თქვენი პრეროგატივაა და კარგი იქნება, თუ ამ საქმეში ჩარევის უფლებას ნაკლებად მისცემთ ვინმეს. მატერიალურ ნიადაგზე წარმოქმნილი გაღიზიანება, თქვენს შრომისუნარიანობაზეც უარყოფითად აისახება. ამასთან ერთად, დღეს თქვენში მოზღვავებულმა სიახლის სურვილმა, შესაძლოა წარმოუდგენელი ავანტიურისკენ გიბიძგოთ და პირველივე შემხვედრთან პაემაზე წასვლა გადაგაწყვეტინოთ. თუმცა ნამდვილად ღირს კი იმაზე დაფიქრება, ცეცხლს ხომ არ ეთამაშებით? უმჯობესია ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად, თავს სახიფათო ექპერიმენტების ჩატარების უფლება ნაკლებად მისცეთ.

ტყუპები-დღე საკმაოდ პოზიტიურად ჩაივლის. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ძალოვან ან ოფიციალურ სტრუქტურაში მოღვაწე ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებით. მართალია დღეს, ნებისმიერი სირთულის ამოცანას გაართმევთ თავს, მაგრამ საქმიანი მოლაპარაკებების მსვლელობისას, მაინც მაქსიმალური ნებისყოფისა და მიზანსწრაფულობის გამოჩენა გმართებთ, რათა საკმაოდ ძლიერი კონკურენტები, თვალნათლივ დაჩრდილოთ და ჩამოიშოროთ. დადებითი განწყობა და გარშემომყოფთა მიმართ, კეთილი დამოკიდებულება, თქვენს წარმატებას კიდევ უფრო გაამყარებს.

კირჩხიბი-აჯობებს თქვენს გულში დაგროვილი ემოციებისა და გრძნობების შესახებ, რომელთაც აქამდე, გარშემომყოფთაგან გულმოდგინედ მალავდით ვინმეს, თუნდაც საუკეთესო მეგობარს გაენდოთ. თქვენს ცხოვრებაში დადგა დრო, როცა გულით უნდა იმოქმედოთ და არა გონებით. აჯობებს იმპულსებს დაემორჩილოთ, რადგან ამ პერიოდში ბედი აშკარად განებივრებთ და თქვენი მხრიდან, ნებისმიერი სარისკო ქმედება გამართლებული იქნება. ეს განსაკუთრებით პირად ცხოვრებას ეხება. დროა საყვარელ ადამიანს გულწრფელად ესაუბროთ თქვენი გრძნობების შესახებ.

ლომი -დღეს ის დღეა, როცა შეგიძლიათ თამამდ მოითხოვოთ სამსახურში, კუთვნილი დაწინაურება ან სულაც ხელფასის გაორმაგება. თქვენში გაძლიერებული ინტუიცია და გარშემომყოფთა მიმართ თანადგომის სურვილი, თქვენვე მოგიტანთ წარმატებას, როგორც საქმიან ისე პირად ურთიერთობებში. იმ შემთხვევაში თუ დაოჯახებული ბრძანდებით, სწორედ დღეს შესძლებთ პარტნიორთან, აქამდე დაძაბული ურთიერთობების გარკვევას ან უფრო გამყარებას. კარგი დღეა სახელოვნებო ან სათეატრო სფეროში მოღვაწე, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისათვის.

ქალწული-დიდია ალბათობა იმისა, რომ დღევანდელი დღე, გარკვეული ვნებათაღელვისა და დაძაბულობის გარეშე არ ჩაივლის თქვენთვის. მაგრამ უმჯობესია, საკუთარი პოზიციების დასაცავად, (მით უმეტეს, თუ ეს საქმიან სფეროს ეხება) მაქსიმალური პრინციპულობა გამოიჩინოთ და მოვლენების მსვლელობას თვალი, მხოლოდ კულისებიდან არ ადევნოთ. დღეს ის დღეა, როცა გარშემომყოფები თქვენს შემართებას ჯეროვნად დააფასებენ.

სასწორი-გამომდინარე იქედან, რომ დღეს შესაძლოა საფუძველი ჩაეყაროს, უახლოესი ერთი თვის მანძილზე, თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს, მომატებული ემოციურობისა და კონფლიქტურობის გამომჟღავნებისაგან, თავი მაქსიმალურად უნდა შეიკავოთ. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებული, ნებისმიერი ოპერაციის წარმოებისას. საერთოდაც, თუ ამით თქვენს პროფესიულ საქმიანობას, სერიოზული ზიანი არ მიადგება, აჯობებს მატერიალური საკითხების მოგვარება, სამომავლოდ გადადოთ და დღევანდელი დღე მაქსიმალურად მშვიდ გარემოში, ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად გაატაროთ.

ღრიანკალი-დღეს თქვენთვის მაქსიმალური სიმშვიდე და დასვენებაა აუცილებელი. შესაძლოა უახლოეს ადამიანებთანაც კი გაგიჭირდეთ საერთო ენის გამონახვა და ამ მხრივ ყველაზე მეტად, თქვენი საყვარელი ადამიანი დაზარალდება. შეიძლება სწორედ დღეს მოგეჩვენოთ, რომ თქვენი შეხედულებები დიამეტრულად განსხვავდება ერთმანეთისგან. თუმცა კარგი იქნება, ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას თუ მოერიდებით. უმჯობესია ცოტა ხნით ტაიმ-აუტი აიღოთ, დღევანდელი დაძაბულობა მხოლოდ გადაღლის ბრალია და კარგი დასვენების შემდეგ, ყველანაირი პრობლემის უმტკივნეულოდ მოგვარებას შესძლებთ.

მშვილდოსანი -ოჯახთან თქვენი ფიზიკურად დაბრუნება, სრულებითაც არ ნიშნავს, მათთან თქვენს პიროვნულ და სულიერ დაახლოვებას. შეეცადეთ მეტი საერთო ენა გამონახოთ მშობლებთან და დედმამიშვილებთან. გამორიცხული არაა სერიოზული და რთული საქმიანი მოლაპარაკებებისას, თქვენი მისამართით გამოთქმულმა უტაქტო რეპლიკამაც ძალიან გაგაღიზიანოთ, მაგრამ უმჯობესია მაქსიმალურად შეიკავოთ თავი, შესაძლო კონფლიქტის გაღვივებისაგან და ყველა ღონე იხმაროთ საიმისოდ, რომ ღირსეულად და მშვიდად გამოხვიდეთ ამ დაძაბული სიტუაციიდან.

თხის რქა-დღეს თქვენში სიახლისა და ნოვაციის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ შეგიძლიათ ნებიმიერ, ახალ საქმეს თამამად მოჰკიდოთ ხელი ან უბრალოდ რემონტი წამოიწყოთ სახლში. ყველაფერი იოლად და ერთნაირი წარმატებით გამოგივათ. მართალია დღის ბოლოს, შესაძლოა საკუთარ თავსაც ვერ აუხსნათ, სად ან რაში დახარჯეთ ამდენი ფული, მაგრამ ფინანსური საკითხები დღეს, თქვენთვის არც ისე მტკივნეული თემაა. მთავარია ზომიერების გრძნობამ არ გიღალატოთ და შეჩერება იქამდე მოასწროთ, სანამ მთელი თვის დანაზოგს გაატანდეთ ქარს.

მერწყული-დღევანდელი დღე თქვენთვის წარმატებული შედეგებით, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დასრულდეს, თუკი შესძლებთ ამბიციები დაიოკოთ და სხვათა მითითებებს, დროებით მაინც დაემორჩილოთ. ამგვარი საქციელით, სამომავლო საქმიანობისთვის, მძლავრ მოკავშირეებს შეიძენთ და კონკურენტებსაც გაცილებით იოლად გაუმკლავდებით. თუმცა მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ, ნებისმიერი ახალი ინფორმაციის მიღებისას და გადაუმოწმებლად, ბრმად ნუ ენდობით მას.

თევზები-დღეს ის დღეა, როცა მნიშვნელოვანი სამომავლო პროექტების განსახორციელებლად, საკუთარი ძალების მაქსიმალური მობილიზება გმართებთ. რაც შეიძლება ზუსტად უნდა განსაზღვროთ, მიზნის მისაღწევად სამოქმედო ტაქტიკა და ამაში შესაძლოა ძველი, გავლენიანი ნაცნობების ან დიდი ხნის უნახავი მეგობრების დახმარებაც დაგჭირდეთ. თუმცა მზად იყავით საიმისოდაც, რომ დღევანდელ დღეს, თავადაც მოგიხდებათ ვინმესთვის ფინანსური ან უბრალოდ, ადამიანური კუთხით თანადგომის აღმოჩენა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here