სახლები სტრესის მოსახსნელად – თითოეულ ადამიანს შეუძლია 72 საათით დაჯავშნოს თითო სახლი

0
120

შვედეთში არსებობს ასეთი კუნძული- ჰენრიკშოლმი დალსლანდში, რომელზეც 5 პატარა ხის სახლია. ეს სახლები პროექტის “72hCabin-ის”  ნაწილია, რომელიც ბუნების დახმარებით ადამიანებისთვის სტრესისა და დეპრესიის მოხსნისთვისაა შექმნილი.

წარმოიდგინეთ კუნძულზე მხოლოდ ულამაზესი ტყე და მდელოებია, სადაც მზის ჩასვლა და ამოსვლა განსაკუთრებით სანახაობრივია. ჰენრიკშოლმი კერძო საკუთრებაში არსებული კუნძულია, ის 100 ჰექტარს ფარავს და იდეალური ადგილია განტვირთვისთვის.

შესაბამისად პროექტის ავტორებმა გაითვალისწინეს კუნძულის ყველა უპირატესობა და შექმნეს 5 ერთმანეთისგან განცალკევებული და დაშორებული კაბინა, რომელსაც კედლების ნაცვლად შუშები აქვს. პროექტი 2018 წლიდან იწყება და თითოეულ ადამიანს შეუძლია 72 საათით დაჯავშნოს თითო სახლი. ფასი 1 ადამიანისთვის 795 დოლარია, ხოლო წყვილისთვის 950 დოლარი.

თქვენ აირჩევდით სტრესისგან განტვირთვის ამგვარ ფორმას?

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here