დღის ჰოროსკოპი – 7 მარტი

0
279

ვერძი – ბოლო პერიოდში ბევრი ემოცია დაგიგროვდათ გულში, შეიძლება ითქვას, საკმარისზე მეტიც კი. დროა, გულახდილად ისაუბროთ ვინმესთან, ამით უდიდეს შვებას იგრძნობთ. დღეს ასევე შესაძლებლობა მოგეცემათ, გარშემომყოფები საკუთარი დამოუკიდებლობითა და ხასათის სიმტკიცით გააოცოთ.მართალია, თქვენი ნატურიდან გამომდინარე, როგორც წესი, ძირითადად გუნდში მუშაობა გირჩევნიათ, მაგრამ დღეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა გუნდურ თამაშს საკუთარი ინდივიდუალიზმი უნდა დაუპირისპიროთ და წარმატების მისაღწევად დამოუკიდებლად იმოქმედოთ.

კურო – დღეს თქვენთვის მაქსიმალური სიმშვიდე და დასვენებაა აუცილებელი. შესაძლოა, უახლოეს ადამიანებთანაც კი გაგიჭირდეთ საერთო ენის გამონახვა და ამ მხრივ ყველაზე მეტად, თქვენი საყვარელი ადამიანი დაზარალდება. შეიძლება სწორედ დღეს მოგეჩვენოთ, რომ თქვენი შეხედულებები დიამეტრულად განსხვავდება ერთმანეთისგან. თუმცა კარგი იქნება, ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას თუ მოერიდებით. უმჯობესია, ცოტა ხნით ტაიმ-აუტი აიღოთ, დღევანდელი დაძაბულობა მხოლოდ გადაღლის ბრალია და კარგი დასვენების შემდეგ, ყველანაირი პრობლემის უმტკივნეულოდ მოგვარებას შესძლებთ.

ტყუპები – დღევანდელი დღე საოჯახო პრობლემების მოგვარებას და ახლობლებზე ზრუნვას უნდა დაუთმოთ. მართალია, თქვენში უმნიშვნელო გაღიზიანებამაც შეიძლება იჩინოს თავი, გამომდინარე იქიდან, რომ ერთბაშად უამრავი, საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარების აუცილებლობა დაგაწვებათ მხრებზე, მაგრამ დღის ბოლოს ოჯახის წევრების მხრიდან თქვენი მისამართით აშკარად გამოხატული, მადლიერი და თბილი დამოკიდებულება განწყობას და საკუთარი თავის რწმენას, ერთი ორად აგიმაღლებთ.

კირჩხიბი – წინ მოვლენებით დატვირთული და საკმაოდ შრომატევადი დღე გელით. დღის პირველ ნახევრში, პროფესიულ ასპარეზზე, მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემები თქვენგან არა მარტო სიტუაციის არსში სწრაფი ადაპტირების უნარს მოითხოვს, არამედ ახლებურ მიდგომასაც საჭიროებს. ამიტომ კარგი იქნება, თუკი ჩვეულ საქმიანობაში, გარკვეული სახის ნოვაციას შეიტანთ და სამოქმედო ტაქტიკასაც მაქსიმალურად შეიცვლით.

ლომი – დღევანდელი დღე გაიძულებთ, საკუთარ ცხოვრებას ფილოსოფიურ ჭრილში შეხედოთ. შეეცადეთ, ობიექტურად გადააფასოთ თქვენს მიერ აქამდე განვლილი ცხოვრების გზა და იმაზეც დაფიქრდეთ, რომ იქნებ მიმართულების შეცვალის დრო დადგა. სამომავლოდ დასახულ მიზნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში განახორციელებთ წრამატებით, თუ მათ ახლებურად მიუდგებით. დღეს ზედმეტი ვალდებულებების აღებისგანაც მაქსიმალურად შეიკავეთ თავი, რადგან მომავალში ამ დანაპირების ვერშესრულების ალბათობა ძალზე დიდი იქნება.

ქალწული – პლანეტების განლაგება, დღეს ერთობ წარმატებულ დღეს გიქადით. ეჭვი ნუ შეგეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში, პროფესიონალიზმსა და მომხიბვლელობაში. დღეს შეგიძლიათ თამამდ შეუდგეთ საქმიან სფეროში ახალი წინადადებების განხილვას, გავლენიანი ბიზნეს-პარტნიორების მოძიებას ან ძველი, აქამდე გადადებული საქმეების დასრულებას. ყველაფერი იოლად და ერთნაირი წარმატებით გამოგივათ. ამას გარდა, დღევანდელი დღე იმის შესაძლებლობასაც გაძლევთ, საზოგადოების თვალში სტატუსი აიმაღლოთ და საყვარელ ადამიანთან დაათბოთ ან უფრო გაამყაროთ ურთიერთობა.

სასწორი – დღე საკმაოდ მშვიდად და პოზიტიურად ჩაივლის. შეგიძლიათ სამომავლო გეგმების დასახვას მიჰყოთ ხელი ან უკვე არსებული, საქმიანი კონტაქტების გაფართოება-გამრავალფეროვნებით დაკავდეთ. თუკი ახლო მომავალში სამსახურებრივ მივლინებას გეგმავდით, დღევანდელი დღე გამგზავრებისთვის სწორედ რომ საუკეთესოა, რადგან სავსებით შესაძლებელია, უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისას სწორედ დღეს მიაღწიოთ თქვენთვის სასურველ და მომგებიან შეთანხმებას.

ღრიანკალი – დღევანდელ დღეს ნაკლებად უნდა იქონიოთ, ნაცნობ-მეგობრების ან თუნდაც ოჯახის წევრების დახმარების იმედი. მხოლოდ საკუთარი გონების კარნახით იმოქმედეთ და გააკეთეთ ის, რასაც თავად ჩათვლით საჭიროდ. შესაძლოა, ბავშვებთან დაკავშირებულმა, მოულოდნელმა ფინანსურმა დანახარჯმა ან საქმეების გაჭიანურებამ გაგაღიზიანოთ. თუმცა, თქვენი წარუმატებლობა დროებითია და სულ მალე ყველაფერი პოზიტივით შეიცვლება. აქედან გამომდინარე, აჯობებს დღევანდელი ცუდი განწყობა სპორტული აქტივობით ან ცეკვით დაამარცხოთ.

მშვილდოსანი – დღევანდელი დღე განსაკუთრებული სიმშვიდისა და სულიერი წონასწორობის მომტანია. თქვენში გაძლიერებული შემოქმედებითი პოტენციალი და პრობლემებისადმი ფილოსოფიური მიდგომა ნებისმიერი სირთულის სიტუაციიდან დაგეხმარებათ ღირსეული გამოსავლის პოვნაში. თუმცა, მაქსიმალურად მოერიდეთ პირად ურთიერთობებში დაუკვირვებელი ქმედებების ჩადენას. საყვარელი ადამიანის მისამართით, თუნდაც ხუმრობით ნათქვამმა კრიტიკამ, შესაძლოა, თქვენი ურთიერთობა მოულოდნელად და ხანგრძლივი დროით დაძაბოს.

თხის რქა – დღის პირველ ნახევარში, შესაძლოა, არასასიამოვნო ინფორმაცია მიიღოთ. არც ისაა გამორიცხული, საქმიანი პარტნიორების მხრიდან უპასუხისმგებლო საქციელმა ან ფინანსურმა მაქინაციამ გამოიწვიოს თქვენი გაღიზიანება, მაგრამ დღის მეორე ნახევარში ყოველგვარი სახის გაუგებრობისა და პრობლემის წარმატებით მოგვარებას შეძლებთ. ასე რომ, საღამოს თავისუფალი დროის მეგობრების წრეში გასატარებლად ან ოჯახის წევრებთან ერთად, რომელიმე კულტურულ ღონისძიებაზე დასასწრებადაც კი გექნებათ შესანიშნავი განწყობა.

მერწყული – წინ საკმაოდ რთული დღე გელოდებათ, განსაკუთრებით საქმიანი კუთხით. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი, კანონისა და ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლებთან კონფლიქტში ჩაბმისაგან. ამასთან, დღევანდელ დღეს დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ რაიმე სახის ფინანსური მაქინაციის მსხვერპლიც გახდეთ. ნურც საქმიან მივლინებებს დაგეგმავთ. მომავალში შეუსრულებელმა ვალდებულებებმა, შესაძლოა, თქვენი პიროვნების მიმართ საზოგადოების გაუცხოება გამოიწვიოს.

თევზები – წინ საკმაოდ პოზიტიური დღე გელოდებათ. ერთადერთი პრობლემა, რამაც შესაძლოა დასახული მიზნების განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ, თქვენივე გადამეტებული ემოციურობა იქნება. ამიტომ აჯობებს სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ახალი საქმიანი მოლაპარეკებების წარმოებას, რომლებიც უდაოდ დიდ წარმატებას და ფინანსურ შემოსავალს გპირდებათ, ცივი გონებით შეუდგეთ. დღეს კარგი დღეა ახლობლებთან ან ოჯახის რომელიმე წევრთან, აქამდე დაძაბული ურთიერთობების მოსაგვარებლად და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩასატარებლად.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here