ჟიული შარტავას სახელი საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთ დარბაზს მიენიჭა

0
174

საქართველოს პარლამენტში გაიხსნა დარბაზი, რომელსაც მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ჟიული შარტავას სახელი.

გარდა ამისა, დარბაზის შესასვლელთან ჟიული შარტავას მემორიალური დაფა გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და აფხაზეთის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ოჯახის წევრები.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამ სივრცეს ჟიული შარტავას სახელი ეწოდება. დაგეგმილია ამ სივრცის რეაბილიტაცია და მას ახალი დატვირთვა მიენიჭება. აქ მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ გაიხსენონ ჟიული შარტავა. ჟიული შარტავას სახელი ყოველთვის შეგვახსენებს იმას, რომ ჩვენს სამშობლოს სჭირდება ჩვენი თავდადება და თითოეული დღე ამ სულისკვეთებით უნდა იყოს გამსჭვალული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შარტავა თავის მომხრეებთან ერთად სოხუმში ბოლო წუთამდე დარჩა. მან უარი თქვა დაეტოვებინა მინისტრთა საბჭო სოხუმის დაცემის დღეს, მიუხედავად იმისა, რომ მას ქალაქიდან გასვლას და ხელშეუხებლობას სთავაზობდნენ.

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი აფხაზური და ჩრდილოკავკასიური შეიარაღებული ფორმირებების ხელში გადავიდა, რომლებმაც 30 სექტემბერს აფხაზეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაამყარეს კონტროლი. საქართველოში ამ დღეს აღნიშნავენ, როგორც ხსოვნისა და იმედის დღეს

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here