მაგინეს და მცემეს, ხელი მომტყდა… მეუბნებოდნენ გაგაუპატიურებთო, ბოთლზე დაგსვამთო – 16 წლის მოზარდი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს

0
299

ცემა და გაუპატიურების მცდელობა პოლიციელების მხრიდან – ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში სამართალდამცველებს არასრუწლოვანი ადანაშაულებს. 16 წლის მოზარდი ყვება, როგორ გაუსწორდა მას ბოლნისის პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი. შემთხვევის შედეგად მოზარდს ხელი აქვს მოტეხილი.

მოზარდის დედის თქმით, მის შვილს დაზიანებები აღენიშნებოდა თავისა და ზურგის არეშიც. მომხდარის გამო ბიჭს ჟვანიას სახელობის საავადმყოფოში ოპერაციაც ჩაუტარდა. ოჯახი პოლიციელების დასჯას და საქმის გამოძიებას ითხოვს.

„მაგინეს, მანქანაში ჩამსვევს და იქაც მცემეს. მერე ჩამიყვანეს პოლიციაში, ოღონდ უკნიდან შემიყვანეს. იქ რომ შემიყვანეს ეგრევე მცემეს. თავში მირტყეს, ქამარი გადამარტყეს, მეუბნებოდნენ გაგაუპატიურებთო, ბოთლზე დაგსვამთო. ხელი მომტყდა და მერე ხელმოტეხილს კიდევ მირტყამდნენ. გაუპატიურების მცდელობა იყო, მაგრამ არ გამოუვიდათ,“-აცხადებს დაზარალებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. მომხდარს უწყების გენერალური ინსპექცია სწავლობს.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here