როგორი ქალები მოსწონთ მამაკაცებს – მეცნიერული კვლევის შედეგები

0
227


აშშ-ის აუგსბურგის უნივერსიტეტის სწავლულების დასკვნით, მამაკაცებს მართლაც მიაჩნიათ, რომ ქერა ქალები შავ და წაბლისფერთმიანებზე მეტად მომხიბლავები და იმავდროულად, მეტად თავქარიანებიც არიან.
მეცნიერულ ნაშრომს პორტალი Journal of Social Psychology აქვეყნებს.
ამერიკელი მეცნიერების კვლევაში 110 მამაკაცი მონაწილეობდა, რომლებიც ქალებს მათი ფოტოების მეშვეობით აფასებდნენ. აღსანიშნავია, რომ ფოტოები ზურგიდან იყო გადაღებული და ქალების სახის დანახვა შეუძლებელი გახლდათ.


გაირკვა, რომ მამაკაცებს ქერა ქალბატონები მეტად იზიდავენ, მაგრამ, როგორც ექსპერიმენტმა აჩვენა, მათი უმეტესობა ოჯახის შესაქმენლად და შვილების აღსაზრდელად მუქთმებიანებს ამჯობინებს.
ღსანიშნავია, რომ მანამდე ჩატარებული კვლევებით ამერიკელმა მეცნიერებმა დაასკვნეს:


ქერა ქალებს ინტელექტის კოეფიციენტი (IQ) საშუალოდ უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე სხვა ფერის თმის მქონეებს. უფრო მეტიც, გენიოსებს შორის (150 ქულაზე მაღალი IQ ) ქერა ბევრად მეტია, ვიდრე შავ და წაბლისფერთმიანები.


ამას გარდა, კვლევით ასევე დადასტურდა, რომ საშუალო სიგრძის თმის მქონე ქალებს კაცები მეტად ჯანმრთელებად მიიჩნევენ და მათი აზრით, ასეთებს უფრო აქვთ სერიოზული ურთიერთობების უნარი, ვიდრე გრძელთმიანებს.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here