“თქვენ ხართ ივანიშვილის და კრიმინალების მიერ დანიშნული” – ლიეტუვაში ქართველი სტუდენტის მიმართვა ზურაბიშვილისადმი

0
390

“თქვენ ხართ ბიძინა ივანიშვილის და კრიმინალების მიერ დანიშნული და არა ხალხის არჩეული პრეზიდენტი, ამიტომ შეკითხვის დასმას თქვენთვის არანაირი აზრი არა აქვს,” – ამ სიტყვებით მიმართა ქართველმა სტუდენტმა სალომე ზურაბიშვილს დახურულ შეხვდრაზე, სადაც ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ქართველ სტუდენტებს ხვდებოდა. შეხვედრას ტელეკამერები არ ესწრებოდნენ, ამიტომ ელენე ცააძის მიმართვა სალომე ზურაბიშვილისადმი იქ დამსწრე ერთ-ერთმა სტუდენტმა ტელეფონით გადაიღო. ჩანაწერში ასახულია მხოლოდ სტუდენტის გამოსვლა, ამიტომ უცნობია, რა უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა ქართველ სტუდენტს, რომელმაც ასევე თქვა, რომ ქართული ოცნების პირობებში, ლიეტუვაში პოლიტიკური დევნილების რაოდენობა სტუდენტების რიცხვს ბევრად აჭარბებს.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here