78 წლის ვარ და კიდევ დიდხანს გავაგრძელებ ცხოვრებას!- ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის ელექსირი

0
1019

ალოე სამკურნალო,  მრავალწლიანი, შედარებით დაბალი ტანის მცენარეა,მას “სიცოცხლის გამახანგრძლივებელ ელექსირს” უწოდებენ.

მედიცინაში ალოეს გამოყენება ხდება როგორც წვენის ასევე პრეპარატების სახით. გააჩნია ბაქტერიციდული და ბაქტერიოსტატიკური თვისებები, აქტიურია სხვადასხვა მიკრობების: სტაფილოკოკების, სტრეპტოკოკების, ნაწლავის და დიფტერიის ჩხირების მიმართ. ალოეს კარგი ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემხორცებელი თვისებები აქვს, გამოჰყავს რადიაციის პროდუქტები. ალოე ეხმარება ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში, კარგი ბიოსტიმულატორია, ხელს უწყობს ორგანიზმის გაჯანსაღებას.

ალოეს წვენს ფართოდ იყენებენ კოსმეტიკაშიც.

ალოეს წვენის რეცეპტები სურათები-ის სურათის შედეგი

თუ გნებავთ კიდევ უფრო გალამაზდეთ, გარეცხეთ ალოეს ფოთოლი ცივ ანადუღარ წყალში, დააქუცმაცეთ ფაფისებრი მასის მიღებამდე (ან გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში), დაამატეთ 5 წილი წყალი და გააჩერეთ 1 სთ. მიღებული მასა დადგით დაბალ ცეცხლზე, მიიყვანეთ დუღილამდე, ადუღეთ 2-3 წთ, გაწურეთ 2-3 ფენა დოლბანდში (არ დაგავიწყდეთ ფოთლიდან ეკლისმაგვარი კიდეების მოცილება).

ასეთი სახით დამზადებულ ალოეს ნაყენს ხმარობენ სახის გასაწმენდად, ფერისმჭამელების მოსაცილებლად, ზედმეტი ცხიმიანობის დროს. თუ სახის კანი მშრალია, საჭიროა, გაწმენდის მერე წაისვათ ცხიმოვანი მკვებავი კრემი. ნაყენის გამოყენება შეიძლება გამოსავლებად პირის ღრუსა და ყელის ანთებითი პროცესების დროს.

იგი კარგი ბიოსტიმულატორია.. ნაყენის გამოყენება შეიძლება გამოსავლებად პირის ღრუსა და ყელის ანთებითი პროცესების დროს.

ალოეს წვენი შეიცავს საფაღარათო ანტრაგლიკოზიდებს და ფისებს. დიდი დოზებით მისი  მიღება (0,5-1,0 გ) იწვევს ძლიერ საფაღარათო მოქმედებას, რაც 6-8 სთ-ის შემდეგ ვლინდება. ამასთან, იწვევს სისხლის ჭარბად მიწოდებას მენჯ-ბარძაყის ორგანოებისაკენ, ამიტომ მისი გამოყენება არ შეიძლება ორსულობის დროს.

ალოეს ფოთოლი შეიცავს ეთერზეთებს, ფერმენტებს, ანტრაგლიკოზიდებს, ვიტამინებს, ამინომჟავებს, მინერალებს, პოლისაქარიდებს, ფიტონციდებს, ასევე სალიცილის მჟავას.

ადრე ითვლებოდა, რომ სამკურნალო თვისებები მხოლოდ ალოეს სამწლოვან ფოთლებს ჰქონდათ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასეთივე ეფექტს ახალი ყლორტებიც იძლევა.

ალოეს წვენი გამოიყენება სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

домашний сок алоэ

ალოეს წვენი არ უნდა განიხილებოდეს როგორც მხოლოდ ხალხური წამალი.თანამედროვე მედიცინა უკვე დიდი ხანია აღიარებს მის ეფექტურობას კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში. ალოეს ქიმიური შემადგენლობა, რომელიც შეიცავს ემოდინს (თრგუნავს კიბოს უჯრედების რეპროდუქციას), აცემანის (იზრდება იმუნიტეტის წინააღმდეგობა) და პროტეაზას (კლავს კიბოს უჯრედებს).

домашний сок алоэ для лица
домашний сок алоэ вера

ალოე გამოიყენება ონკოლოგიური ავადმყოფების სამკურნალოდ:

ინგრედიენტები:

150 გ ალოე ვერას რბილობი

250 გრ ახალი თხევადი თაფლი

2 ს/კ. ლიქიორი

მომზადება

ალოეს ფოთლები დაჭერით და მოაცილეთ კანი. რბილობი კოვზის საშუალებით გაასუფთავეთ.

домашний сок алоэ внутрь

მიღებულ მასას დაამატეთ თაფლი და ლიქიორი და დააბლენდერეთ. მოათავსეთ თავდახურულ ქილაში.

сок алоэ где взять

5 დღის შემდეგ, შეიძლება მკურნალობის კურსის დაწყება _ დღეში სამჯერ მიიღეთ ჩაის კოვზით, 3-4 კვირის განმავლობაში, ჭამამდე ერთი საათით ადრე. ამის შემდეგ ჩაიტარეთ ახალი კურსი, ოღონდ ერთი სუფრის კოვზი დღეში, 3-4 კვირის განმავლობაში.

საუკეთესოა იმუნიტეტის გასაძლიერებლად: დალიეთ თითო ჭიქა წვენი ყოველდღიურად.

თმის ზრდის სტიმულირებისთვის საჭიროა ერთი სადილის კოვზი დაჭრილი ალოეს ფოთლები ვხარშოთ ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალში ათი წუთის განმავლობაში. შემდეგ გავწუროთ და ამ ნახარშში დასველებული ბამბის ტამპონით გავიწმინდოთ თავის კანი კვირაში ორ-სამჯერ. თავის დაბანა აუცილებელი არ არის.

დაკავშირებული სურათი

ძლიერი ბრონქიტის დროს აიღეთ 15 გ. ალოე, ღორის ან ბატის გამდნარი ქონი 100 გ, კარაქი (უმარილო) — 100 გ, ფუტკრის თაფლი — 100 გ, გახსენით 1 ჩაის ჭიქა ცხელ რძეში და მიიღეთ დღეში 2-ჯერ.

გასტრიტის, დიზენტერიისა და ქრონიკული შეკრულობის დროს დალიეთ 1-2 ჩაის კოვზი ალოეს წვენი 2-3-ჯერ დღეში 30 წთ-ით ადრე ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 1-2 თვე.

დაჩირქებული ჭრილობებისა და დამწვრობის დროს დაიდეთ ალოეს წვენში დასველებული დოლბანდი ან პირდაპირ დაიწვეთეთ წვენი დაზიანებულ ადგილას.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here