დღის ჰოროსკოპი – 11 მარტი

0
339

ვერძი -დღეს პრობლემების მოგვარების მარტივი და თვალსაჩინო გადაწყვეტა უინტერესოდ მოგეჩვენებათ. საიდუმლოს ამოხსნის ან ბარიერის დაძლევის აუცილებლობა კი გაზრდის თქვენ ინტერესს ამა თუ იმ კითხვაზე პასუხის ძიებისას.ამბიცია გვერდზე გადადეთ და რეალურად შეხედეთ ყველას და ყველაფერს.

კურო -გაითვალისწინეთ გარშემომყოფების მოთხოვნილებაც, მხოლოდ საკუთარ თავზე ნუ იზრუნებთ. მხოლოდ საკუთარი თავით ტკბობა საკმარისი არ არის. აუცილებლად გჭირდებათ სხვების ყურადღება, შექება და კომპლიმენტი. მეუღლესთან სრულყოფილი ურთიერთობის მაჩვენებელი იქნება მისი აღტაცება თქვენი სილამაზით.

ტყუპები -დღეს გაზრდით მუშაობის ფრონტს. თუმცა,  დამატებითი მოვალეობის თავის გასართმევად დაგჭირდებათ დამატებითი სტიმული- ფინანსური ან კარიერული წინსვლა. მოსალოდნელია ხელფასის მომატება, თუმცა, ფულს სწრაფად დახარჯავთ. ხელსაყრელი მომენტია ექიმთან ვიზიტისთვის.

კირჩხიბი -ხელსაყრელი პირობების და მაღალი თავდაჯერებულობის გამო საღამომდე იქნებით თავდაჯერებული და საზრიანი. წარმატების მისაღწევად შეგიძლიათ ერთნაირი წარმატებით გამოიყენოთ როგორც ცხადი, ასევე ფარული გზები. შესანიშნავი მომენტია რომანტიკული ურთიერთობის განვითარებისთვის და ბუნებრივი ნიჭის სრულყოფილად გამოყენებისთვის.

ლომი -დღეს მატერიალური დაინტერესება ხშირად გადაეჯაჭვება საქმეში ემოციურ ჩართულობას. კაშკაშა და ღრმა გრძნობების განცდის შესაძლებლობა თქვენთვის მატერიალური ანაზღაურების ღირსეული ალტერნატივა იქნება. ბევრი რამ დამოკიდებულია ახლობლების დიდსულოვნებას და სიუხვეზე.

ქალწული -დღეს გულგრილი არ იქნებით ინტიმური ურთიერთობის, ასევე მოვლენების ფარული მიზეზების მიმართ. შესაძლოა,  გახდეთ უჩვეულო მოვლენის მოწმე ან სხვა ადამიანის კომპრომატების მფლობელი. გაგიჩნდებათ სურვილი გაამხილოთ ამოხსნილი საიდუმლო. გავლენიან  ადამიანთან ურთიერთობას თან სდევს ფინანსური პრეტენზიები, რომლებსაც სწრაფად მოაგვარებთ.

სასწორი – დღეს გაგიჭირდებათ ნახევარ გზაზე შეჩერება. ნებისმიერი სურვილი, რომელიც გაგიჩნდებათ სრულად მოგიცავთ. გაგიჩნდებათ სწრაფვა დიდი ფულის, გრძნობითი ტკბობის, კაშკაშა და დაუვიწყარი ემოციური განცდებისკენ. მსგავსი განწყობის გავლენით გახდებით დახვეწილი გურმანი, მოხერხებული საქმოსანი ან ნიჭიერი ფინანსისტი.

ღრიანკალი -გარემომცველი სამყაროს მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება შეუთავსეთ მატერიალური კეთილდღეობისკენ სწრაფვას და გრძნობით ტკბობას. მოერიდეთ აშკარა მომხმარებლური პოზიციის დაკავებას, ეგოიზმი და სიხარბე ცუდ რეპუტაციას შეგიქმნით. გამოიყენეთ მუდმივი პარტნიორის, კრედიტორის, მეგობრის ან მფარველის მომსახურება, ნუ იჩქარებთ იმაზე მეტის მოთხოვნას, ვიდრე რეალურად გჭირდებათ.

მშვილდოსანი -დღეს მოერიდეთ ინიციატივის გამოჩენას. ხელსაყრელი დროა შინაგან სამყაროში ჩაძირვისთვის. თქვენი ემოციების უმრავლესობა დადებითი იქნება, თუმცა გაგიჩნდებათ ნეგატიური გრძნობები და მისწრაფება. მოერიდეთ გასტრონომიულ და სხვა სახის ზედმეტობას, რადგან ის ცუდად აისახება ჯანმრთელობაზე.

თხის რქა -შეგიძლიათ თამამად დაიკმაყოფილოთ საკუთარი სურვილები, ხელსაყრელი დროა სიამოვნების მისაღებად, რადგან ეს ნამდვილად დაიმსახურეთ მძიმე და შეუპოვარი შრომის შედეგად. განსხვავებულად შეხედავთ საკუთარ შემოქმედბეით და საქმიან მიღწევებს, სასიყვარულო საქმეებს, ფინანსურ მდგომარეობას, დასვენების მეთოდებს.

მერწყული -დღევანდელი დღის დადებითი შედეგები დამოკიდებული იქნება თქვენ მიერ არჩეულ პოზიციაზე. ძლიერი სურვილების სამყაროში ჩაძირვა გამოიწვევს იმედგაცრუებას და მოტყუების გრძნობა. თავი სიტუაციის ტყვედ რომ არ იგრძნოთ, ეცადეთ მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინოთ საკუთარი მოთხოვნების შესასრულებლად, ამგვარად დღე ამაოდ არ ჩაივლის.

თევზები -შესანიშნავი დღეა თვალსაწიერის გაფართოებისთვის. სასამართლო გადაწყვეტილებას თქვენ სასარგებლოდ მიიღებენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდება მოგზაურობას, რელიგიურ განათლებას, შემოქმედებას, პოლიტიკასთან დაკავშირებული გეგმები. სახლიდან მოშორებით ან უცნობ ადგილზე ყოფნისას, სწრაფად შეეგუებით შემოთავაზებულ გარემოებას და მისგან გარკვეულ სარგებელსაც მიიღებთ, საქმიანი და პირადული ურთიერთობა მჭიდროდ გადაიჯაჭვება.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here