ძიუდოისტი თორნიკე ნაგლიაშვილი ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

0
328

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი, თორნიკე ნაგლიაშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად საინფორმაციო სააგენტო რეკორდერმა გაავრცელა. ძიუდოისტის დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.  უწყების ინფორმაციით, ის 5 მარტს დააკავეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11¹-151-ე მუხლით და 126¹ მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში დანაშაულისთვის პასუხისმგელობას, მუქარასა და ოჯახში ძალადობას გულისხმობს. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ძიუდოისტს ცოლის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, თუმცა ის არაერთხელ დაარღვია. მათივე ინფორმაციით, ნაგლიაშვილი ცოლისთვის გაგზვნილი მუქარის შემცველი მესიჯების გამო დააკავეს, რომელიც ძიუდოისტის მეუღლემ პოლიციაში წარადგინა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here