წულუკიანმა უკვე მეორედ “გაინაღდა” სავარძელი

0
106

რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ უკვე მე­ო­რე მცდე­ლო­ბა, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი გა­ეშ­ვათ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, წა­რუ­მა­ტებ­ლად დამ­თავ­რდა. გუ­შინ და დღეს სა­ინ­ტე­რე­სო კომ­ბი­ნა­ცია ვი­ხი­ლეთ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის შეს­რუ­ლე­ბით.

11 მარტს მან თქვა:

“არის 4-5 დღის წინ გა­ჩე­ნი­ლი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ეხე­ბა ჩემი სა­მი­ნის­ტროს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში გა­და­სა­წყვეტ სა­კითხს. ამ თე­მა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს დის­კუ­სია, მე მაქვს ჩემი ძა­ლი­ან მყა­რი პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც არც რო­მე­ლი­მე ერთ რე­ფორ­მას, არც რო­მე­ლი­მე ერთ პრო­ცესს ან პრო­ცე­დუ­რას არ ეხე­ბა. ეს არის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ჩემს თვალ­ში არის ძა­ლი­ან მას­შტა­ბუ­რი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და თუ ვნა­ხე, რომ ეს პო­ზი­ცია არ იქ­ნე­ბა გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი, არ ვი­ფიქ­რებ არც ერთ წუთს და გვერ­დზე გა­ვი­წე­ვი”.

12 მარტს მან თქვა:

“შევ­ძე­ლით და პო­ზი­ცი­ე­ბის გაც­ვლა და­ვას­რუ­ლეთ, დის­კუ­სია დას­რუ­ლე­ბუ­ლია. პო­ზი­ცი­ე­ბი შე­ჯე­რე­ბუ­ლია და თემა არის ამო­წუ­რუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ ერ­თი­ა­ნი გუნ­დის და ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცი­ის პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბას“.

ამ ყველაფრიდან გასაგები გახდა ერთი რამ : წულუკიანი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე რჩება. მან ოპონენტებს მიმართა, რომ იქნება თუ არა თანამდებობაზე, ის მაინც ქართული ოცნების ქოლგის ქვეშ მებრძოლი იქნება მათ წინააღმდეგ.

მისი თქმით, თემის ამოწურვის გამო ოპონენტები იმედგაცრუებულები დარჩნენ.

თეა წულუკიანი-ის სურათის შედეგი

„სხვადასხვა აღმასრულებელ თემაზე აზრთა სხვადასხვაობა, როგორიც არ უნდა იყოს ის, არასოდეს არ იქნება ის, ოპონენტების მინდა, ავუხსნა, რომ რღვევის ნიშანი ჩემი მხრიდან. პირიქით, ამომრჩეველი ვიქნები უბრალოდ თუ სხვა პოზიციაზე, ოპონენტებს მინდა, დავუდასტურო, მე მათთვის ყოველთვის ვიქნები ქართული ოცნების ქოლგის ქვეშ მებრძოლი მათი ერთ-ერთი ყველაზე ხმალამოღებული პოლიტიკური მოწინააღმდეგე. ეს მათთვის, ალბათ, საწყენია, რადგან იმედგაცრუებას ვატყობ იმისთვის, რომ თემა ამოიწურა. მაგრამ ეს არის ასე,“ – აღნიშნა წულუკიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იმისთვის რომ თემა ამოწურულიყო, საკითხის მოგვარებაში ჩაერია თუ არა ბიძინა ივანიშვილი, წულუკიანმა წინა ხელისუფლების პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ერთი ადამიანი გადაწყვეტილებას მაშინ იღებდა.

„ყველაფერს წყვეტდა ერთი კაცი ხოლმე, რომელიც ახლა “მოხეტიალე ქართველი პოლიტიკოსის” სახელით არის მსოფლიოში ცნობილი, ინერციით გრძელდება და გგონიათ, რომ ყოველთვის ერთი კაცი უნდა წყვეტდეს საკითხებს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ხშირად ასე არ არის. ამ შემთხვევაშიც ის აღმასრულებელი თემა, რაც იყო, ჩვენ განვიხილეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რაც გუნდის საერთო პოზიციაა და ეს იყო ჯანსაღი პროცესი,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here