ხელოვნური მზე – საუკუნის პროექტი

0
212

საინტერესოა და ცოტა სახალისოც ის ფაქტი, რომ არცთუ დიდი ხნის შემუშავებული „ხელოვნური მზე“ — ეს კოსმოსური აპარატია, რომლის დანიშნულებაც ღამის საათებში დედამიწის განათებაა.
ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის ხელმძღვანელ დუან სურუს განცხადებით, 2019 წელს ქვეყანაში დასრულდება ექსპერიმენტული თერმობირთვული რეაქტორ EAST-ის მშენებლობა, იუწყება sciencealert.com-ი.
მოწყობილობა, რომელსაც არაოფიციალურად „ხელოვნურ მზეს“ უწოდებენ, ისევე გამოიმუშავებს ენერგიას, როგორც ეს ბუნებრივ მზეზე ხდება.

მეცნიერები უკვე მრავალი წელია ცდილობენ, შექმნან ეფექტური მოწყობილობა მართვადი თერმობირთვული სინთეზის ჩასატარებლად. სპეციალისტების თქმით, ამ პროექტებიდან ერთი მაინც რომ დასრულდეს წარმატებით, ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება კაცობრიობის ისტორიაში, ვინაიდან ადამიანები ეკოლოგიურად სუფთა და ამოუწურავ ენერგიას მიიღებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ექსპერიმენტული რეაქტორი თერმობირთვული სინთეზისთვის იონებს 100 მლნ კელვინამდე გაახურებს, რაც დაახლოებით შვიდჯერ მაღალია მზის წიაღში არსებულ ტემპერატურაზე. სავარაუდოდ, ეს მეცნიერებს მისცემს შესაძლებლობას, წამოიწყონ მზის მსგავსი თერმობირთვული რეაქცია.

საინტერესოა და ცოტა სახალისოც ის ფაქტი, რომ არცთუ დიდი ხნის შემუშავებული „ხელოვნური მზე“ — ეს კოსმოსური აპარატია, რომლის დანიშნულებაც ღამის საათებში დედამიწის განათებაა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here