“დამარხვას უპირებდნენ” – ოკუპირებულ გალში, რუსულ სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ახლობელი მომხდარზე საუბრობს

0
241

ზუგდიდში, ენგურის ხიდთან, ირაკლი კავარაცხელიას გადმოსვენებას ელიან. 29 წლის მამაკაცი, რომელიც გალის იზოლატორში გარდაიცვალა, მის საცხოვრებელ სახლში ცოტა ხანში უნდა გადაასვენონ.

ირაკლი კვარაცხელიას მშობლები არ ჰყავდა, მისი ნათესავები კი „კურიერთან“ მომხდარის შესახებ ჰყვებიან.

„ცხედარს სოხუმიდან მოასვენებენ. მარხავდნენ. იქ, სამ დღეზე მეტხანს არ აჩერებენ მიცვალებულს, ასაფლავებდნენ, მაგრამ  რომ აღმოაჩნდა ნათესავი გადმოასვენებენ აქეთ.

მე გამომკითხეს, ვინ იყო ჩემი, სადაური იყო, როგორ იყო – მეუღლის ბიძაშვილის ბავშვია. ჩემს მეტი არავინ ჰყავს აქ უფრო ახლო,“-ამბობს კვარაცხელიას ნათესავი.

მისი თქმით, დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს რა გახდა მისი ნათესავის გარდაცვალების მიზეზი. გავრცელებულ ინფორმაციებს, კვარაცხელიას ოჯახის ახლობელი ეჭვის ქვეშ აყენებს.   

„ჩამოიხრჩო თავიო. ჭორის დონეზე არავინ იცის, იქ ლაპარაკობენ, ზუგდიდში ლაპარაკობენო, რომ დაიჭირეს იქ ხიდთან ცუდად გახდაო, თუ გული გაუსკდა მერე თავს როგორ ჩამოიხრჩობდა?-ვარიანტი არ არის,“-ამბობს კვარაცხელიას ნათესავი.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here