ტრეილერი: ჩერნობილის კატასტროფაზე HBO-მ სერიალი გადაიღო

0
214

HBO-მ ჩერნობილის კატასტროფაზე სერიალი გადაიღო. ახალ, 5-ეპიზოდიან დრამაში მთავარ როლებს ჯოშუა ლიში, ემილი უოტსონი და სტელან სკარსგარდი ასრულებენ.

ახალი სერიალის პრემიერა 6 მაისს შედგება და ის ჩერნობილში, 1986 წელს დატრიალებული ტრაგედიის შესახებ მოგვითხრობს.

კატასტროფა უკრაინის ტერიტორიაზე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის აფეთქების შედეგად მოხდა. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში.

ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკისისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.

ჩერნობილის ავარია საბჭოთა კავშირისთვის გახდა უდიდესი სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here