ცაჰალი (ივრითი: צה”ל) — როგორი ჯარი ჰყავს ისრაელს

0
769

ისრაელი მართლაც რომ საოცარად ძლიერი ქვეყანაა , თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის თით­ქმის 70 წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, პა­ტა­რა ის­რა­ელ­მა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი არ­მი­ის შექ­ნა შეძ­ლო. სხვებ­თან შე­და­რე­ბით, მცი­რერი­ცხოვ­ნო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, დღეს ის­რა­ელს მსოფ­ლიო მას­შტა­ბით საკ­მა­ოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი, მო­ბი­ლუ­რი და ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ჰყავს.


“ცა­ჰა­ლი” – ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის არ­მია, სა­ხელ­მწი­ფო ის­რა­ე­ლის და­არ­სე­ბი­დან ორ კვი­რა­ში შე­იქ­მნა. შე­სა­ბა­მის გან­კარ­გუ­ლე­ბას ხელი და­ვით ბენ-გუ­რი­ონ­მა 1948 წლის 26 მა­ისს მო­ა­წე­რა. ახ­ლად შექ­მნი­ლი თავ­დაც­ვის უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ნათ­ლად გა­ი­აზ­რა ახალ­დშექ­მნი­ლი ის­რა­ე­ლის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა.

რო­გორც ცო­ცხა­ლი ძა­ლის, ასე­ვე სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის თვალ­საზ­რი­სით. ის­რა­ელს რი­ცხობ­რი­ვად ძლი­ერ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს­თან მო­უ­წევ­და გამ­კლა­ვე­ბა. შე­და­რე­ბით სუს­ტი ეკო­ნო­მი­კა კი ქვე­ყა­ნას ხან­გრძლი­ვი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მის­ცემ­და. ამი­ტო­მაც ომის და­წყე­ბის შემ­თხვე­ვა­ში (ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი კი ის­რა­ე­ლის ის­ტო­რი­ა­ში მრავ­ლად იყო) შე­ტე­ვა მო­წი­ნა­აღ­მდე­გის არ­მი­ის ყვე­ლა­ზე სუსტ წერ­ტილ­ზე მი­ნი­მა­ლურ დრო­სა და სა­არ­მიო რე­სურ­სე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბით უნდა მომ­ხდა­რი­ყო.

პირ­ველ ეტაპ­ზე “ცა­ჰალ­ში” ია­რა­ღი­სა და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის (მათ შო­რის თვითმფრი­ნა­ვე­ბის) დე­ფი­ცი­ტის კომ­პენ­სი­რე­ბა არ­სე­ბუ­ლის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ით ხდე­ბო­და. მოძ­ვე­ლე­ბულ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დრო­ინ­დელ ტან­კებ­ზე ახა­ლი ძრა­ვე­ბი და ქვე­მე­ხე­ბი ყენ­დე­ბო­და. მაგ­რამ მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე კეთ­დე­ბო­და.

შე­ი­ა­რა­ღე­ბის იმ­პორ­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად, ის­რა­ე­ლის სა­კუ­თა­რი სამ­ხედ­რო მრეწ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­საც ცდი­ლობ­და. სა­კუ­თა­რი რე­სურ­სე­ბით არე­მონ­ტებ­და მწყობ­რი­დან გა­მო­სულ ტექ­ნი­კას და სა­ჭი­რო სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლებ­საც თა­ვად­ვე ამ­ზა­დებ­და.


“ცა­ჰა­ლის” “მშე­ნებ­ლო­ბა­ში” დიდი როლი აშშ-მა ითა­მა­შა. სამ­ხედ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 1952 წელს გა­ფორმ­და. 1968 წელს ის­რა­ელ­მა აშშ-სგან 48 მო­ი­ე­რი­შე და 50 გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი მი­ი­ღო. მას შემ­დეგ ებ­რა­ე­ლე­ბი ვა­შინგტო­ნის­გან ტან­კებს, სა­არ­ტი­ლე­რიო სის­ტე­მებს, სატ­რან­სპორ­ტო და საბ­რძო­ლო შვე­ულმფრე­ნებს, ტყვია-წა­მალს, ჭურ­ვებს, ბომ­ბებს ყი­დუ­ლობ­დნენ.


არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ის­რა­ე­ლის ჯარში ყვე­ლამ უნდა იმ­სა­ხუ­როს. ის მსოფ­ლი­ო­ში ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურს 18 წლის ასა­კის მიღ­წე­ვი­სას აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე – მა­მა­კა­ციც და ქა­ლიც გა­დის. მა­მა­კა­ცებ­მა 36, ქა­ლებ­მა კი – 24 თვე უნდა იმ­სა­ხუ­რონ.


მსოფ­ლი­ოს სხვა ქვეყნების ჯარებისაგან გან­სხვა­ვე­ბით, “ცა­ჰალ­ში” ქა­ლებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი უკა­ვი­ათ. ისი­ნი არ­მი­ის ყვე­ლა ქვე­და­ნა­ყოფ­ში მსა­ხუ­რო­ბენ. სპე­ცი­ა­ლურ ბა­ტა­ლი­ონ “კა­რა­კალ­ში” ქა­ლე­ბი და მა­მა­კა­ცე­ბი ერ­თად მსა­ხუ­რო­ბენ, პრო­პორ­ცი­ით 2-1-თან ქა­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ.


დღეს “ცა­ჰა­ლის” სამ­კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი რე­გუ­ლა­რუ­ლი არ­მია (სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბი, სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბი და სა­ზღვაო ფლო­ტი ) 176,5 ათას კაცს ით­ვლის. 2011 წლის თავ­დაც­ვის ბი­უ­ჯე­ტი 15,8 მი­ლი­არდ დო­ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრე­ბო­და. არ­მი­ის რე­ზერ­ვი 565 ათასს კაცს შე­ად­გენს. სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში კი 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნას 3,11 მი­ლი­ონ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია მო­უ­ყა­როს თავი. ეს მარ­თლაც შთამ­ბეჭდ­ვია.


სა­კუ­თა­რი არ­მი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ტექ­ნი­კი­სა და ია­რა­ღის უმე­ტეს ნა­წილს ის­რა­ე­ლი თა­ვად აწარ­მო­ებს. მათ შო­რის “მერ­კა­ვას” ტი­პის ტან­კებს, ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რებს, ნაღმმ­ტყორ­ცნებს, შაშ­ხა­ნებს, ტყვი­ამფრქვე­ვებს, უპი­ლო­ტო საფ­რენ აპა­რა­ტებს, რა­კე­ტებს, ჭურ­ვებს, სა­პატ­რუ­ლო კა­ტარ­ღებს. ის­რა­ე­ლი დღემ­დე ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნაა, რომ­ლის მი­ე­რაც შექ­მნი­ლი რა­კეტ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­დაც­ვის სის­ტე­მა (“რკი­ნის გუმ­ბა­თი”) რე­ა­ლურ საბ­რძო­ლო პი­რო­ბებ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.


ის­რა­ე­ლის არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში “ცა­ჰალ­მა” 7 ომი (ომი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის 1948-49 წწ, სუ­ე­ცის ომი – 1956-57 წწ, ექ­ვსდღი­ა­ნი ომი – 1967, ომი და­უძ­ლუ­რე­ბამ­დე – 1967-70, იომ-ქა­ფუ­რის ომი – 1973, ლი­ა­ბის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე 1982 და 2006 წლე­ბი შე­სა­ბა­მი­სად) გა­მო­ი­ა­რა და ამ­დე­ნი­ვე მას­შტა­ბუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here