თურქეთის სასამართლომ „ცხინვალის” ფეხბურთელები გაამართლა

0
226

ქართული საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის” ფეხბურთელები თურქეთიდან სამშობლოში მალე დაბრუნდებიან.

თურქეთის სასამართლომ ქართული საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის” ხუთი მოთამაშე, რომლებსაც ერთ-ერთი მაღაზიიდან ტანსაცმლის ქურდობა ედებოდათ ბრალად, სრულად გაამართლა.

ფეხბურთელები, რომლებიც ანტალიის მახლობლად, საკურორტო ქალაქ ბელეკში სეზონისწინა შეკრებაზე იმყოფებოდნენ, მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ სპორტსმენებმა ანტალიის სავაჭრო ცენტრში ერთ-ერთი სპორტული მაღაზიიდან ცხრა წყვილი ფეხსაცმელი და შორტები მოიპარეს.

მოგვიანებით სასამართლომ ფეხბურთელები გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლა.

ქართველი ფეხბურთელები რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან სამშობლოში და ვარჯიშს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here