რა ხმას გამოსცემს სამყარო – NASA-ს საოცარი ვიდეო

0
145

NASA-ში გალაქტიკების გროვის ვიზუალიზაცია მოახდინეს და ხმად აქციეს. სურათი “ჰაბლის” ტელესკოპითაა გადაღებული.

ვარსკვლავები და კომპაქტური გალაქტიკები ქმნიან მოკლე და ჟღერად ტონს, ხოლო სპირალური გალაქტიკები უფრო გრძელ ნოტებს გამოსცემენ ცვალებადი ტონალობით. ცენტრში გალაქტიკების სიახლოვე ვიდეოს შუაში საშუალო ტონების ზრდას იწვევს.

„ეს, შესაძლოა, ყველაზე უჩვეულო ტიპის მუსიკაა, რომელიც ოდესმე მოგისმენიათ”, – აღნიშნეს NASA-ში.

ინტერნეტის მომხმარებლებმა NASA-ს შემოქმედება სხვადასხვაგვარად შეაფასეს. ვიდეოს კომენტარებში ზოგიერთი წერდა, რომ მუსიკა საკმაოდ საშიშად ჟღერს, ზოგიერთს კი ძველი ფილმები და მულტფილმები მოაგონდა ვიდეოს ნახვაზე. ჯამში ყველა მათგანი ერთ აზრამდე მივიდა, „მუსიკა” საკმაოდ ლამაზია.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here