ტრამპი- აშშ-ისა და ჩინეთის სავაჭრო დაპირისპირება დასასრულს მიუახლოვდა.

0
183

ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკებაში უდიდესი პროგრესია მიღწეული, თუმცა აშშ არ აპირებს ამ მიმართულებით მოვლენების დაჩქარებას და ფორსირებას შეეცადოს.
 
ამ საკითხზე ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისაუბრა, თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. მის გამოსვლას პირდაპირ ეთერში გადასცემდა ამერიკული ტელეარხების უმეტესობა.
 
„ვფიქრობ, რომ საქმეები ძალიან კარგად მიდის. შევხედავთ, როდის შეგვეძლება გამოვაცხადოთ კონკრეტული რიცხვი (აშშ-ჩინეთის სავაჭრო შეთანხმების დადების თრიღი)“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
 
ტრამპის თქმით, უდიდესი ალბათობით, შეთანხმება შედგება და ახლა ყველაფერი ამას მოასწავებს. გარდა ამიას, ტრამმა აღნიშნა, რომ შეთანხმება უნდა იყოს „კარგი“, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მას „ხელს არ მოაწერს“.
 
რაც ნიშნავს, რომ შეთანხმება უნდა შეიცავდეს პეკინის მხრიდან სტრუქტურული რეფორმების გატარების ვალდებულებას ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვის საკითხში.
 
ტრამპის თქმით, საბოლოო დეტალების განხილვა მას სი ძინპინთან ერთად სურს. მოსალოდნელია, რომ შეთანხმება საბოლოო სახეს უახლოეს მომავალში მიიღებს და 27 მარტს, სი ძინპინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრით დასრულდება. 

შეგახსენებთ, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-მ სავაჭრო ომი წამოიწყო. 2018 წლის მაისში რკინისა და ალუმინის იმპორტზე 25% და 10%-იანი გადასახადები ამოქმედდა, როგორც ჩინეთისთვის, ისე ევროკავშირის ქვეყნებისთვის, რასაც კონფლიქტის ესკალაცია მოჰყვა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here