ეპანელი გენეტიკოსი ამტკიცებს, რომ მესის კლონის შექმნა შეუძლია

0
180

ახლო ან შორეულ მომავალში, შესაძლოა, მსოფლიომ ლიონელ მესის კლონი იხილოს. ყოველ შემთხვევაში, ევროპის გენეტიკის არქივის ხლმძღვანელს, არკადი ნავაროს ამის ღრმად სჯერა.
როგორც ნავარომ ესპანურ მედიასაშუალებებთან საუბარში აღნიშნა, „ბარსელონას“ არგენტინელი სუპერვარსკვლავის კლონის შექმნა სავსებით შესაძლებელია.
შეგვიძლია შევქმნათ ფეხბურთელი, რომელიც მესის ძალიან ჰგავს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მესის ტყუპისცალს შევქმნით. წარმოიდგინეთ, თითქოს ორი ტყუპი დაიბადა, ერთი ლიონელ მესია, მეორეს კი დიდი ხნის განმავლობაში გაყინულს მალავდნენ, 20-30 წლის შემდეგ კი ის სხვა დროში დაბრუნდება. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, იგივე შედეგს მივიღებდით“, – აცხადებს ნავარო.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here