მეომრებად ქცეული ძაღლები რუსი მხატვრის ილუსტრაციებზე

0
405

სან ფრანცისკოში მცხოვრები ახალგაზრდა რუსი გრაფიკული დიზაინერი ნიკიტა ორლოვი, იგივე bloodynik, უბრალო იდეის წყალობით შესაძლოა საკმაოდ პოპულარული გახდეს. მისი ნამუშევრების ახალი სერია, რომელიც კენტავრების მსგავს მეომრებად ქცეული ძაღლების ილუსტრაციებს მოიცავს, მალე სათამაშო ფიგურებისა და სამაგიდო თამაშების შექმნის წყაროდ იქცევა.
საქმე ისაა, რომ 31 წლის მხატვარს ერთ დღეს იდეა დაებადა, სახვითი ხელოვნების გზით ძაღლი კენტავრად ექცია. მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გადაამოწმა, უკვე თუ არსებობდა სხვა მხატვრის მიერ მსგავსი რამ და ვერ ნახა, სხვადასხვა ჯიშის ძაღლებს შუა საუკუნეებისა და ფენტეზი ჟანრის გარეგნობა მისცა და პრაქტიკულად უნიკალური სერია შექმნა.
ამჟამად მისი კრეატიული ილუსტრაციების მიხედვით, სათამაშო ფიგურების კომპანია Ponga Miniatures და სამაგიდო თამაშების ფირმა Cardamajigs, ფრენჩაიზინგს გეგმავს.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here