იაპონელმა მეცნიერმა დაამტკიცა შიმშილობისა და მარხვის სასწაულმოქმედი ძალა და ამისათვის ნობელის პრემია მიიღო

0
203

იაპონელები რომ თანამედროვეობას დიდი მანძილით უსწრებენ წინ, ეს უკვე დიდი ხანია ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ის, რაც იაპონელმა მეცნიერმა იოშინორი ოსუმიმ აღმოაჩინა, ნამდვილი სენსაციაა მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში.

image

დოქტორის ხარისხი მეცნიერმა 1974 წელს მიიღო, შემდეგ ის რამდენიმე წელი აშშ-ში მუშაობდა. 1998 წელს ოსუმი სამშობლოში დაბრუნდა, სადაც კვლევით ჯგუფს ჩაუდგა სათავეში, 2016 წელს კი მას სასიამოვნო სიურპრიზი ელოდა: შვედეთის მეცნიერებათა აკადემიამ იაპონელ მეცნიერს ნობელის პრემია მაინიჭა.

image

ოსუმი შოკირებული იყო, რადგან როგორც წესი, ეს ჯილდო კოლექტივს ან მეცნიერთა ჯგუფს ენიჭება ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში პრემია მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში პირადად მას გადაეცა. მსოფლიო საზოგადოების აღიარება იოშინორიმ მიიღო ავტოფაგიის მექანიზმის აღმოჩენით, რაც ორგანიზმის თვითგაწმენდას ნიშნავს.

image

ავტოფაგია– უჯრედის ზედმეტი ნაწილების უტილიზაციისა და გადამუშავების პროცესია. ეს ტერმინი ორი ბერძნული სიტყვისგან შედგება (autos თვით, phago ვშთანთქავ) და ნიშნავს “თვითშთანთქმას”, “თვითგანადგურებას”.

ავტოფაგიის არსი მდგომარეობს ადამიანის სხეულის უჯრედების თვისებაში ეფექტურად გაანადგუროს ზედმეტი და მავნე ფრაგმენტები თავის თავში. ავტოფაგია ორგანიზმს ეხმარება თავიდან მოიცილოს ინფიცირებული უჯრედები და ვირუსები, ასევე გადასამუშავებლად გადააგზავნოს დაავადებული ცილები.

image

ეს კი, რა თქმა უნდა, პირდაპირ მოქმედებს დაბერების პროცესზე. მეცნიერებმა დაადგინეს: თუ ამ პროცესის სტიმულირებას შევძლებთ, შესაძლებელი იქნება თავიდან ავიცილოთ ალცჰაიმერის და პარკინსონის დაავადებები და შევაჩეროთ დემენციის პროცესი.

image

ორანიზმის უჯრედების ავტოფაგია დამოკიდებულია დიეტასა და ძილის რეჟიმზე. მეცნიერები თვლიან, რომ ამ პროცესის დაწყების საუკეთესო მეთოდი პერიოდული შიმშილობაა. “თუ გამუდმებით მიირთმევთ ათასნაირ სისაძაგლეს და ცხოვრების არაჯანსაღ სტილს მისდევთ, ავტოფაგიის ამოქმედება თქვენს ორგანიზმში საკმაოდ რთული იქნება, თუმცა არა შეუძლებელი, “- ამბობს იაპონელი მეცნიერი.

უნდა აღვნიშნოთ, რომ იოშინორი ოსუმის თეორიის მიხედვით დიდი მარხვა ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის. შეიძლება ამ მარხვის დაცვით სულიერად მაინდამაინც ვერ განიწმინდოთ, მაგრამ ორგანიზმის გაწმენდას შეზღუდული კვებით გამოწვეული ავტოფაგიით ნამდვილად მოახერხებთ. რაც მთავარია, უკიდურესობაში არ უნდა ჩავარდეთ და ამით ზიანი არ უნდა მიაყენოთ საკუთარ ორგანიზმს.

image

იაპონელმა მეცნიერმა არაერთი ექსპერიმენტი ჩაატარა, რომელთა საშუალებითაც გამოიკვლია ავტოფაგიის პროცესი. ახლა მეცნიერებს და მედიკოსებს კარგად ესმით, როგორ ადაპტირებს ადამიანის ორგანიზმი შიმშილობასთან ან რა რეაქცია აქვს მას ამა თუ იმ ინფექციის შეტევაზე.

სამეცნიერო კვლევები დღესაც გრძელდება და სრულიადაც არაა გამორიცხული, რომ ოსუმის აღმოჩენის წყალობით ადამიანებმა ადრე თუ გვიან შეძლონ დაბერების პროცესის შეჩერება. ასე რომ, კუთვნილი 950 000 დოლარი იაპონელ მოლეკულურ ბიოლოგს ტყუილუბრალოდ არ მიუღია.

რა თქმა უნდა, იაპონელი მეცნიერის აღმოჩენა სულაც არ გულისხმობს იმას, რომ ხვალვე დაიწყოთ შიმშილობა იმის იმედით, რომ ერთ კვირაში გაახალგაზრდავდებით და სასწაულებრივად განიკურნებით ყველა დაავადებისაგან, თუმცა საკვების მიღებაში ზომიერების დაცვა და დროგამოშვებით განტვირთის დღეების მოწყობა ნამდვილად არ გვაწყენდა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here