ლუიშ ფიგუს მიაჩნია, რომ მადრიდული „სამეფო კლუბის“ კაპიტანი სერხიო რამოსი „ოქროს ბურთს“ იმსახურებს.

0
100

მადრიდისრეალისყოფილ ვარსკვლავს, პორტუგალიელ ლუიშ ფიგუს, მიაჩნია, რომ მადრიდულისამეფო კლუბისკაპიტანი სერხიო რამოსიოქროს ბურთსიმსახურებს. თავად ფიგუმ პრესტიჟული საფეხბურთო ჯილდო 2000 წელს მიიღო.

„ცხადია, რომ რამოსი ოქროს ბურთის ღირსია. მცველისთვის, ისევე როგორც მეკარისთვის, ამ პრიზის მიღება გაცილებით რთულია, თუმცა თავის დროზე ფაბიო კანავარომ ეს მოახერხა. ყველაფერი არსებული სიტუაციიდან გამომდინარეა. მაგრამ თუ ოსტატობის მხრივ ვიმსჯელებთ, რამოსმა ეს ჯილდო უნდა მიიღოს.“ – უთხრა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ესპანურ Marca-ს.

არსებობის ისტორიის მანძილზე „ოქროს ბურთი“ მხოლოდ ოთხ მცველს მიუღია: ფრანც ბეკენბაუერს (ორჯერ), მათიას ზამერს, ლოთარ მათეუსსა და ფაბიო კანავაროს, თუმცა კანავაროს გარდა სამივე გერმანელი არც იყო კლასიკური გაგებით მცველი, ისინი მოედანზე სხვა ამპლუასაც ითავსებდნენ.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here