ხდება ჩემი მიზანმიმართული დაჩაგვრა, იძულებული გამხადეს კარიერა დავასრულო და ქვეყანა დავტოვო – ზურაბ დათუნაშვილი

0
206

“იძულებული გამხადეს მოჭიდავის კარიერაზე უარი ვთქვა” – ევროპის ქართველი ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი განცხადებას ავრცელებს.

მოჭიდავე წერს, რომ რეპრესიები მასსა და მის გარემოცვაზე გრძელდება და შეუძლებელი ხდება საქართველოს სახელით ასპარეზობა გააგრძელოს. როგორც მის განცხადებაშია ნათქვამი ის ქვეყნის დატოვებას აპირებს, თუმცა ამბობს, რომ ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს.

დათუნაშვილი ამბობს, რომ აპირებს მისი პრობლემის შესახებ ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებასა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს აცნობოს.

“სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის გავაგრძელებ ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელობასთან ბრძოლას, რომელმაც შექმნა არაჯანსაღი კონკურენტული გარემო და ფედერაცია აქცია კორუფციისა და ნეპოტიზმის ბუდედ.

“იძულებული გამხადეს მოჭიდავის კარიერაზე უარი ვთქვა, თუმცა რადგან ჩემი ცხოვრება მთლიანად სპორტთან არის დაკავშირებული და სხვა საქმიანობით არც არასდროს ვყოფილვარ დაკავებული, კარიერის გასაგრძელებლად მრჩება ერთადერთი გზა – ჩემი პრობლემის შესახებ ვაცნობო ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებასა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, მივაწოდო იმის არგუმენტები, რომ ხდება ჩემი მიზანმიმართული დაჩაგვრა, რათა ჩემ მიმართ არ გამოიყენონ ზემოთ ნახსენები სანქცია. ამასთან, იძულებული ვარ უახლოეს პერიოდში ქვეყნიდანაც წავიდე,“-წერს ზურაბ დათუნაშვილი.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here