ოქროსფერ 50 თეთრიანს 350 ლარად იბარებენ

0
1458

2016 წლის თებერვლის დასაწყისიდან სოციალურ ქსელებსა და მთელი საქართველოს ქუჩებში, განცხადებები გამოჩნდა წარწერით – “ვიყიდი ძველ 50 თეთრიანებს”.

განცხადებებმა საზოგადოებაში ერთგვარი პანიკა გამოიწვია და ყველამ აღნიშნულის ძებნა დაიწყო.

სოციალურ ქსელებში ერთი ცალი ძველ 50 თეთრიანს 2 ლარიდან 100 დოლარამდე ყიდიან, თუმცა ვინ ყიდულობს მათ ჯერჯერობით უცნობია…

ახლა კი, ისევ გავრცელდა ხმები, რომ 50 თეთრიაბს  350 ლარად ჩაიბარებენ, ვინ ან როგორ ეს კიდევ უცნობია, როგორც ეს 2016 წელს იყო…

ჯერ კიდევ უცნობია, თუ რისთვის იბარებენ აღნიშნულ ძველ 50 თეთრიანებს, თუმცა საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობს, რომ მეტალი რომლითაც თავის დროზე ფული დაამზადეს დღეისთვის რთულად იშოვება და ამიტომ იბარებენ და ამიტომაც იხდიან ერთ 50 თეთრიანში 350 ლარს…

ეს ფასი უფრო გაიზარდა, ვინაიდან 2 წლის წინ 50 თეთრიანების ფასი სადღაც 100 დან 200 ლარამდე მერყეობდა…

ცნობისთვის, 1995 წელს მომოქცევაში გაშვებული იქნა 1, 2, 5, 10, 20 და 50 თეთრის ღირებულების მონეტები. „თეთრი“, რომელიც ლარის მეასედ ნაწილს ეწოდა, ძველი XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია. 1, 2, 5, 10 და 20 თეთრის ღირებულების მონეტები ვერცხლისფერია, ხოლო 50 თეთრის ღირებულების მონეტა — ოქროსფერი. ყველა ნომინალის მონეტის რევერსზე გამოსახულია ბორჯღალი, მითითებულია თარიღი და ქართულ-ინგლისური წარწერა „საქართველოს რესპუბლიკა“. მოგვიანებით 1 და 2 თეთრიანი მონეტები ამოღებულ იქნა მიმოქცევიდან. 

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 50 თეთრიანებს უცხოელები ყიდულობენ, სად როგორ არავინ იცის…

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here