ევროპამ ქართველების მასობრივი დეპორტაცია დაიწყო. დეპორტირებულებს შორის ბავშვებიც არიან

0
1855

ევროპაში ქართველების მასობრივი დეპორტაცია დაიწყო. დეპორტაციას წინ უძღოდა ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი. იანვარში კი საქართველო ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ უსაფრთხო ქვეყნად აღიარა. უსაფრთხო ქვეყნიდან გამოქცეულ ადამიანებს კი, ცხადია, ლტოლვილის სტატუსს არ მიანიჭებენ. გერმანიიდან უკვე გამოაძევეს 210 ადამიანი, 300-სს უახლოეს მომავალში გამოაძევებენ, დანარჩენებს კი ამის შემდეგ. დეპორტირებულთა ნაწილს ბანკის ვალი აქვს აღებული და სამსახურის საძიებლად იყო გერმანიაში ჩასული, ამიტომ რამდენიმე ადამიანი დეპორტაციის დროს ცუდად გახდა. დეპორტირებულთა შორის არიან ბავშვებიც. ქართველების გამოძევება დაიწყეს ესპანეთიდანაც. გუშინ 200-მდე შეიარაღებული სპეცრაზმელი ერთ-ერთ საცხოვრებელში შეიჭრა და ქალები და ბავშვები გამოყარა. როგორც ქართველი ემიგრანტები ამბობენ, საქართველოს დელეგაცია ევროპის სახელმწიფოებში ჩადის და მათ მთავრობას ეუბნება, რომ ქართველებს გამოსაქცევი არაფერი არ ჭირს, სოციალურად არ უჭირთ და ამიტომ ყველანი გამოადეპორტეთო.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here