8 საშიში სიმპტომი, რომლებიც გულის პრობლემებზე მიუთითებს

0
1393
image

დაავადებათა ცენტრისა და პროფილაქტიკის ცენტრის მონაცემების თანახმად, მხოლოდ აშშ-ში ყოველწლიურად 160 000 ადამიანი იღუპება გულის დაავადებებით. შემთხვევათა უმრავლესობა ცხოვრების არასწორი წესის გამო ვითარდება. თუმცა, დაავადება ზოგჯერ მოულოდნელადაც ვითარდება. ყოველშემთხვევაში, ადრეულ ეტაპზევე შესაძლებელია, რომ დაავადება აღმოვაჩინოთ და დროულად ჩავიტაროთ საჭირო მკურნალობა.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები თქვენც აღგენიშნებათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.ამან შესაძლოა თქვენი სიცოცხლე იხსნას:

1. ტკივილი, რომელიც ხელს გადაეცემა

image

გამოკითხულ მამაკაცთაგან უმრავლესობამ აღნიშნა, რომ გულის შეტევამდე ტკივილს გრძნობდნენ მარცხენა ხელში. ქალებს ორივე ხელი ან მხოლოდ იდაყვი სტკიოდათ.

უსიამოვნო შეგრძნებები კიდურებში იმიტომ ჩნდება, რომ გულის ნერვული დაბოლოებები ტვინის ზურგის სიახლოვესაა. მასში კი უამრავი ნერვია თავმოყრილი, რომლებიც მთელ სხეულს უკავშირდებიან. ეს შეგრძნება ტვინის “შეცდომაა”, მას ეჩვენება, რომ ტკივილი ხელშია ლოკალიზებული.

2.გაუჩერებელი ხველა

image

ხველას სხვადასხვა დაავადება იწვევს. ერთერთია-გულ-სისხლძარღვთა დაავადება. განსაკუთრებით გაფრთხილდით, თუ მოვარდისფრო სითხეს ამოახველებთ-ეს გულის უკმარისობის ერთერთი ნიშანია.

გულისმიერი ხველა იშვიათადაა ერთადერთი სიმპტომი. მას ხშირად ახლავს ქოშინი და გონების დაკარგვაც.

3. შეშუპებული ფეხები, კოჭები და ტერფები

image

თუ გული სისხლის გადაქაჩვას კარგად ვერ ახდენს, სითხე სისხლძარღვებიდან ახლომდებარე ქსოვილებში ხვდება. ეს პრობლემა ყველაზე ხშირად ქვედა კიდურებშია შესამჩნევი, რადგან სისხლის მიწოდება ქვედა კიდურებიდან გულის მიმართულებით გართულებულია. თუ კანზე ტანსაცმლის კვალი გეტყობათ, ფეხები კი შეშუპებულია, ეს პერიფერიულ შეშუპებაზე მიუთითებს.

ეს ყოველთვის გულის პრობლემას როდი უკავშირდება, თუმცა გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე პაციენთთა უმრავლესობა ამ სიმპტომის არსებობას აღნიშნავს.

4.გულისრევა და მადის დაკარგვა

image

ბევრ ადამიანს, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა დაავადება აწუხებს, მადის დაკარგვა აღენიშნებათ და თუ ცოტას შეჭამენ, გულისრევა ეწყებათ. ამის მიზეზი სითხის დაგროვებაა ნაწლავებისა და ღვიძლის გარშემო, რაც ხელს უშლის ორგანოების მუშაობას და საჭმლის მონელებას ართულებს.

ამ სიმპტომს ხშირად ახლავს ტკივილი მუცლის არეში. თუ მსგავსი რამ გაწუხებთ, არ დააყოვნოთ, მიმართეთ ექიმს.

5.მომეტებული შფოთვა

image


რიგი გამოკვლევები უჩვენებენ, რომ ადამიანებს, რომლებიც მიდრეკილები არიან შფოთვისკენ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები უფრო ხშირად უვითარდებათ.

სტრესი ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს გულის მუშაობაზე:იზრდება სისხლის წნევა, თავს იჩენს ტაქიკარდია ან პირიქით- გულის რიტმის შენელება ხდება.

6. გონების დაკარგვა

image

თავბრუსხვევა და ცნობიერების დაკარგვა -გულის პრობლემების ყველაზე მკაფიო სიმპტომებია. ამ მდგომარეობის ხშირი მიზეზი არტერიის დაცობა ან სარქველის შევიწროვებაა, რის გამოც სისხლის მიმოქცევა ირღვევა.

7. სიფერმკრთალე და კანის მოლურჯო შეფერილობა

image

კანის სიფერმკრთალე შესაძლოა სხვა პრობლემებსაც უკავშირდებოდეს, თუმცა ყველაზე ხშირად ეს სისხლის მიმოქცევის გაუარესების და ერითროციტების ნაკლებობის შედეგია.

სიფერმკრთალე შესაძლოა გამოიწვიოს შინაგანმა სისხლდენამ, ანემიამ და სხვა დაავადებებმა. ამიტომ, თუ თქვენმა კანმა ფერი იცვალა, მიმართეთ ექიმს და სისხლის ანალიზიც გაიკეთეთ.

8. გამონაყარი და უჩვეულო ლაქები სხეულზე

ჟურნალებმა :“ალერგოლოგია და კლინიკური იმუნოლოგია” და “კარდიოლოგიის ამერკული კოლეჯი”, ჩაატარეს დამოუკიდებელი კვლევები, რომელთა შედეგები ერთმანეთს დაემთხვა. აღმოჩნდა, რომ ეგზემა და სირსველი გულის დაავადებების რისკს ზრდიან.

ადამიანები, რომელთაც ეგზემა აქვთ, 48%-ით უფრო მეტად იტანჯებიან მაღალი წნევით და 29%-ით უფრო მეტად-ქოლესტერინის მაღალი შემცველობით, სირსველის დროს კი 59%-ით იზრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი, ჯანმრთელ ადამიანებთან შედარებით.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here