ფოთლები პოლიეთილენის პარკების ნაცვლად – აზიური ინოვაცია ეკოლოგიის გადასარჩენად

0
366


პოლიეთილენის მოხმარების შემცირება და გარემოს დაცვითი პრობლემების მოგვარება თანამედროვე საზოგადოების ერთ–ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს.
გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს ერთი მოქალაქე წელიწადში მოიხმარს 500-ზე მეტ ერთჯერად პოლიეთილენის პარკს, მის ბიოდეგრადირებას კი საუკუნეზე მეტი დრო სჭირდება. თქვენ წარმოიდგინეთ, რამხელა ზიანი მოაქვს მას ეკოლოგიური თვალსაზრისით.
პოლიეთილენის პარკები, პლასტმასის ნარჩენთან ერთად, გარემოს ყველაზე დიდი დამაბინძურებელია, რადგან მდგრადობას ინარჩუნებს განსაკუთრებით დიდხანს

ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ ნარჩენების გადამუშავება გადაჭრის ამ პრობლემას და მაინც განაგრძობს პლასტმასის გამოყენებას. 2013 წელს აშშ–ში 254 მილიონი ტონა ნაგავი იყო წარმოებული და მათგან მხოლოდ 30% იყო გადამუშავებული. ეს იმას ნიშნავს ,რომ დანარჩენი ნაგავი ნაგავსაყრელზე დარჩება მრავალი წელი, დააბინძურებს დედამიწას და ოკეანესაც კი.

ეკოლოგიაში პოზიტიური ცვლილებების შესაქმნელად, აზიის მასშტაბით სუპერმარკეტებმა დაიწყეს ბოსტნეულის ბანანის ფოთლებით შეფუთვა.


შეფუთვის ეს ფორმა ძალიან ეკონომიურია.

აზიური ქვეყნები , მათ შორის ვიეტნამი და ტაილანდი, ეძებენ ახალ გზებს, რათა თავიდან აიცილონ პოლიეთილენისა და პლასტმასის გამოყენება შეფუთვაში.

ეს გახდა ახალი ბიზნეს იდეების მყარი საფუძველი. ერთ–ერთ ასეთ იდეად იქცა ახალი, ეკოლოგიური მეთოდი–პროდუქტების ბანანის ფოთლებით შეფუთვა. facebook-ის საშუალებით იდეა სწრაფად გავრცელდა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here