“მუდმივად შეურაცხყოფას მაყენებდა… კაცი ხომ არ გინდაო” – თათია ლორთქიფანიძე

0
1844

ბათუმში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში. ტურნირში არ მონაწილეობს ქართველი ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე, რომელიც სანაკრებო განაცხადში ვერ მოხვდა. თათია ძალოსნობის ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ჯანჯღავას შევიწროვებაში ადანაშაულებს და კონტინენტის პირველობის მიღმა დარჩენას სწორედ ამ ფაქტორით ხსნის.

თათია ლორთქიფანიძემ, მამასთან, ყოფილ დებუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან და პირად მწვრთნელ გელა მახარაშვილთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა.

'მუდმივად შეურაცხყოფას მაყენებდა... კაცი ხომ არ გინდაო' - თათია ლორთქიფანიძე
📸 ფოტოებიFB.com/lortkipanidze.tatia

დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, მისი ქალიშვილის უფლებები ფეხქვეშ გაითელა. შესაბამისად, უნდა აღდგეს ქალი სპორტსნენის შელახული ღირსება. აქვე აღვნიშნოთ, რომ თათია ლორთქიფანიძე 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. თვითონ თათიამ ძალოსნობის ქალთა ნაკრების მწვრთნელს ბრალდებები წაუყენა…

“მწვრთნელის მხრიდან მუდმივად იყო შეურაცხმყოფელი ფაქტები. ორსულობაც კი დამაბრალა, რაც ჩემთვის აღმაშფოთებელი იყო. ერთხელ ოთახში შემოვიდა და მითხრა: კაცი ხომ არ გინდაო” – ვუპასუხე რომ ოთახიდან გასულიყო. მასთან მუშაობა შეუძლებელია”. – განაცხადა  თათია ლორთქიფანიძემ.

ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის წარმომადგენლები ამ თემაზე კომენტარისგან თავს იკავებენ.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here