ბორის გრებენშიკოვს სასულიერო პირმა დაკვრა შეაწყვეტინა – ინცინდენტი ჯვრის მონასტრის ეზოში (ვიდეო)

0
868

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული რუსი მუსიკოსის ბორის გრებენშიკოვისა და “აკვარიუმის” კონცერტი დღეს – 14 აპრილს, თბილისში, მულტიფუნქციურ სივრცე “რესპუბლიკაში” იმართება. 

რუსული როკის ისტორიაში ერთ-ერთმა წამყვანმა ფიგურამ, პოეტმა და მუსიკოსმა ბორის გრებენშიკოვმა ჯგუფი “აკვარიუმი” ქალაქ ლენინგრადში (ახლანდელ სანქტ-პეტერბურგში) 1972 წელს ჩამოაყალიბა. 1980 წელს კოლექტივმა საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველ ოფიციალურ როკ ფესტივალზე, თბილისში გამართულ “გაზაფხულის რიტმებზე” დაუკრა. მაშინ გამოსვლისას არასათანადო მოქცევის ბრალდებით “აკვარიუმი” ღონისძიებიდან მოხსნეს. ერთ-ერთი სიმღერის შესრულებისას გრებენშიკოვი სცენაზე დაწვა და გიტარა ფეხებს შორის ამოიდო, ჯგუფის მეორე წევრმა მასზე ვიოლონჩელო დადგა, კიდევ ერთმა კი ფაგოტით დარბაზის მიმართულებით “ავტომატის ჯერი” გაუშვა. ეს ყველაფერი ჟიურიმ “საბჭოთა მუსიკოსებისთვის შეუფერებელ ქცევად და ჰომოსექსუალობის პროპაგანდად” მიიჩნია და კოლექტივი ფესტივალიდან მოკვეთა.

მეორე დღეს გრებენშიკოვმა და მისმა მეგობრებმა კონცერტის ორგანიზება ქალაქ გორში მოახერხეს. ამ გამოსვლის ნაწყვეტები ფესტივალის შესახებ მომზადებულ 40-წუთიან ფილმში შევიდა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here