კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 15-21 აპრილის პერიოდში

0
552

ამ კვირის ჰოროსკოპი დაგეხმარებათ, თავი დააღწიოთ ყოველდღიურობას და ცხოვრება პოზიტიურ ტალღაზე ააწყოთ.ამ კვირაში მუდმივად მნიშვნელოვანი, გარკვეულწილად სიმბოლურად დატვირთული მოვლენები მოხდება. ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ და მინიშნებები შეამჩნიოთ და ამოიცნოთ. გულისყური გადაიტანეთ საკუთარ ინტერესებზე; გააცნობიერეთ, რა გსურთ სინამდვილეში ამ ცხოვრებისგან. საკუთარ ჭეშმარიტ სურვილებს ნუ დაემალებით. ხშირად მოუსმინეთ გულს და მძიმე წუთებში ხელები არ ჩამოუშვათ.

ვერძი

ეს კვირა თქვენთვის სულიერი ძიებების პერიოდია, რომელსაც ვარსკვლავებისა და პლანეტების განწყობა შეუწყობს ხელს. პირველ ხუთ დღეს კარგი იქნება ყველაზე აქტიური საქმეებით დაკავება, ფიზიკური შრომა. უქმეებზე კი დაისვენეთ.

ყველაზე პოზიტიური დღეებია ორშაბათი და კვირა. ამ დღეებში სასიამოვნო მოვლენები გელოდებათ. უქმეებზე შეგიძლიათ დრო რომანტიკასა და სიყვარულს დაუთმოთ, ასევე ნათესავებთან ურთიერთობებს.

კურო

კარგი პერიოდი დგება ვაჭრობის, ყიდვის, მუშაობის, ახალი საქმეების დაწყების, ფინანსური აქტიურობისთვის. ასტროლოგების რეკომენდაციაა, რომ არაფერი საქმე არ მოიტოვოთ უქმეებისთვის, რადგან პლანეტები და ვარსკვლავები განწყობას ნეგატიურისკენ შეიცვლიან. კვირის ყველაზე პროდუქტიული პირველი სამი დღეა.

სამუშაო დღეები ასევე კარგია ცოდნის მიღებისთვის. ეს ძალიან კარგი ინვესტიციაა საკუთარი დროისა და ძალებისა. შესაძლებელია მეტი ინფორმაციის მიღება საკუთარი პროფესიის ან ინტერესების შესახებ. ასევე, შესაძლოა, მიხვდეთ, რომ ჰობი თქვენთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალო გატაცება.

ტყუპი

ტყუპებმა უფრო აქტიურად უნდა იმუშაოთ ფინანსებისა და ინტელექტუალური საქმიანობის თვალსაზრისით. ციური სხეულები თქვენს მეხსიერებას გააუმჯობესებენ. კვირის პირველი ორი დღე საშიში იქნება პლანეტების ნეგატივის გამო, მაგრამ ოთხშაბათს ვითარება შეიცვლება, გაუმჯობესდება განწყობა, გეწვევათ შთაგონება. ამურულ სფეროზე ეს შესანიშნავად აისახება.

ასეთ დღეებში რამე ცუდზე ფიქრი არ ღირს. ყველაზე ხელსაყრელია 19 აპრილი, რადგან პლანეტები ამ დღეს ძალზე აქტიური იქნებიან. კვირის ბოლოს შეგიძლიათ გაემგზავროთ სადმე ისე, რომ არ შეუშინდეთ გარემოს გამოცვლას. ეს განწყობას აგიმაღლებთ და მეტ წარმატებას მოიზიდავს თქვენს ცხოვრებაში.

კირჩხიბი

კირჩხიბებს ასტროლოგები საქმიან სფეროში აქტიურობას ურჩევენ. 16–19 აპრილს სიკეთითა და სიყვარულით სავსე პერიოდი გექნებათ; ორშაბათი და კვირა არცთუ მშვიდი დღეები მოგელით, ამიტომ, სჯობს, განმარტოვდეთ. ურთიერთობებისთვის კვირის დანარჩენი დღეები გამოიყენეთ. ასეთ ხელსაყრელ დღეებში ენდეთ ინტუიციას.

არახელსაყრელ დღეებში ცხვირს ნუ ჩამოუშვებთ. მოდუნდით, დაალაგეთ სახლი და ზოგადად, ოჯახურ საქმეებს მიხედეთ. ასევე, დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებს, ნათესავებს. მარტოხელებს ასტროლოგები ურჩევენ, განმარტოვდნენ და ასევე, უცხო ადამიანები თავიანთ საქმეებში არ ჩარიონ.

ლომი

ლომებს ეს კვირა მრავალ წარმატებას მოგიტანთ. კარგი დროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის, სიყვარულსა და საქმეებში ახალი კურსის შერჩევისთვის. ასეთ პერიოდებში წესების თანახმად უნდა იცხოვროთ. ასტროლოგები გირჩევენ, ამ კვირაში ყურადღებით ადევნოთ თვალი ფინანსებს, არ გასცეთ ვალი და არ დახარჯოთ ფული უყაირათოდ.

კვირის ბოლო იდეალურია ნათესავებთან დაახლოების, საერთო საქმეების გადაწყვეტის, სახლის დალაგებისა და ძველმანების, უსარგებლო ნივთების გადაყრისთვის. შეიძლება ავეჯის ან აქსესუარების ყიდვა, რემონტის დაწყება, გარემოს გამოცვლა. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ თუ რამის ყიდვა წინასწარ არ გქონდათ დაგეგმილი, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოთ.

ქალწულებმა ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას. 17–21 აპრილს ასტროლოგები გირჩევენ, რომ გაერთოთ, ურთიერთობა გქონდეთ სასიამოვნო ადამიანებთან, ხშირად დაისვენოთ. ესაა პირადი სიამოვნებებისა და ცოტაოდენი ეგოიზმის პერიოდი. მთავარია, ტყუილუბრალოდ არ გარისკოთ, მნიშვნელოვანი საქმეები არ მიატოვოთ.

ამ კვირაში, შესაძლოა, საქმეებისთვის დამატებითი მოტივაცია გაჩნდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანად საქმეში უნდა ჩაეფლათ. კვირის პირველი ამოცანა დასვენებაა. თავისუფლად შეგიძლიათ საკუთარი სურვილების ასრულება და სასარგებლო ცოდნის მიღება.

ქალწული

სასწორი

სასწორებმა ამ კვირაში მთელი ყურადღება სახლის ენერგეტიკას უნდა დაუთმოთ. დადებითი ენერგეტიკის მოზიდვისთვის საფუძვლიანად დაალაგეთ სახლი, იყიდეთ რამე ახალი ინტერიერისთვის. დადებით გარემოში უფრო ხშირად გაჩნდება დამატებითი მოტივაცია.

უქმეებზე, სჯობს, საზრუნავი და საქმეები გადადოთ. ადამიანებთან ურთიერთობებში მეტი წესიერება და პატიოსნება გმართებთ, მხოლოდ ასე აირიდებთ თავიდან პრობლემებს. სიყვარულში სიახლეებია მოსალოდნელი, ვინც დაქორწინებულია ან დიდი ხნის ურთიერთობები აქვს, სასიამოვნო ცვლილებები ელოდება.

მორიელი

მორიელებმა უცნობებთან უნდა იფრთხილოთ. სულ არ არის აუცილებელი, ადამიანს დიდხანს იცნობდეთ, რომ მისი ჭეშმარიტი შინაგანი არსი დაინახოთ. ამაში ამ კვირაში თქვენი გამძაფრებული ინტუიცია დაგეხმარებათ და სწორ გზაზე დაგაყენებთ. თქვენი ენერგეტიკა სტაბილური იქნება.

იზრუნეთ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ გარშემომყოფებზეც. დაეხმარეთ ბავშვებს, მშობლებს, და–ძმებს, კოლეგებსა თუ მეგობრებს. შეგიძლიათ გაიცნოთ ახალი ადამიანები, დაგეგმოთ რამე მეორე ნახევართან ერთად და მეტი დრო გაატაროთ ახლობლებთან.

მშვილდოსანი

ძალიან კარგი დროა სულიერი განვითარებისა და ახალი გატაცებების ძიებისთვის. ვარსკვლავები და პლანეტები დიდ პოზიტიურ ენერგიას მოიტანენ თქვენს ცხოვრებაში, ეს ენერგია კი სწორად უნდა გამოიყენოთ, გააკეთოთ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები და უსაქმოდ არ ისხდეთ.

შეძლებთ მნიშველოვან ცხოვრებისეულ კითხვებზე პასუხის გაცემას, ახალი მიზნების დასახვას, წარსულის შეცდომების გააზრებას. თუ ახალ საქმეებს წარსულის გამოცდილების გარეშე დაიწყებთ, ეს ქაოსს, არეულობას, ახალ პრობლემებს მოიტანს. ადამიანებთან ურთიერთობებში შეინარჩუნეთ ავტორიტეტი.

თხის რქა

ამ კვირაში თხის რქებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დადებითი აზროვნების შენარჩუნება. შესაძლებლობა გექნებათ, რომ კვირა ძალზე დინამიკურად დაიწყოთ. პლანეტები ორშაბათს ძალზე აქტიური და აღმშენებლობითი იქნებიან. მათი ჰარმონია საუკეთესოდ აისახება თქვენს იღბალსა და განწყობაზე.

შესაფერისი დროა თვითდამკვიდრებისთვის, თქვენი შეხედულებების სისწორის განმტკიცების, ან ახლის ძიებისთვის. ასეთ პერიოდებში ადამიანები, შესაძლოა, ეგოისტური, ეჭვიანი და თავხედიც კი გახდნენ, მაგრამ, თუნდაც ეს ასე იყოს, თქვენი მხრიდან მათი გაკრიტიკება არ ღირს, თუ არ გსურთ მათი ან მათი მხარდაჭერის დაკარგვა.

მერწყული

მერწყულებს ამ კვირაში ისევე, როგორც მსგავს პერიოდებში, ახალი იდეები უჩნდებათ ხოლმე. უფრო იღბლიანი და წარმატებული რომ გახდეთ, მოუსმინეთ ასტროლოგების რჩევებსა და საკუთარ ინტუიციას. წვრილმან პრობლემებს იუმორით შეხედეთ. ნეგატიურ ემოციებთან გამძაფრებით არა, მაგრამ მუდმივად ბრძოლა მოგიწევთ. სიყვარულში და ნებისმიერ საქმიანობაში წარმატების მიღწევის გასაღები ოპტიმიზმშია.

მტრებზე გამარჯვებაში არა მხოლოდ ეჭვებთან ბრძოლა, არამედ საკუთარი თავის რწმენაც დაგეხმარებათ. ახლა ეს თქვენთვის ძალზე აუცილებელია. უნდა იმოქმედოთ, ეცადოთ ჩანაფიქრის განხორციელებას, მობილიზება მოახდინოთ შინაგანი ძალების. თქვენი გაზრდილი აქტიურობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა ყურადღებას მიიპყრობს.

თევზები

თევზები უნდა გათავისუფლდეთ შფოთვის გრძნობისგან და განწყობა აიმაღლოთ. ამ კვირაში მრავალი საინტერესო მოვლენა გელოდებათ. ძალზე იღბლიანი პერიოდია უქმეების გამოკლებით, რადგან ამ დღეებში ვარსკვლავების ენერგეტიკა უარყოფითი გახდება; ამიტომ კვირის ბოლოს საშინაო საქმეებით დაკავდით და დაისვენეთ.

შესაძლოა, წააწყდეთ ინტერესების გაყოფასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამან ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობების გაფუჭება შეიძლება გამოიწვიოს, ამიტომ აჯობებს, თუ საკუთარი ბედნიერებისთვის ძალიან გააფრთრებით არ იბრძოლებთ – ხანდახან კომპრომისზე წასვლაც აუცილებელია. ახლა სწორედაც რომ დროა, მშვიდობაზე იფიქროთ.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here