თუ გსურთ გოგოს მოეწონოთ, ნუ იღიმით!

0
256

გილოცავთ, კაცებო! ეს გაცილებით მარტივია, ვიდრე სპორტდარბაზში სიარული და პრესის დაყენება.

ძვირფასო კაცებო, პოლონელი მეცნიერების მტკიცებით, იმისთვის, რომ ქალებს მოეწონოთ, საკმარისია დაივიწყოთ ღიმილი.

მეცნიერები შეეცადნენ, გაერკვიათ, თუ რამდენად არის დაკავშირებული ქალების რეპროდუქტიულობა კაცების „მუქი ტრიადის“ გამოვლენასთან. „მუქი ტრიადა“ (ყოველი შემთხვევისთვის ავხსნით) ეს არის ისეთი ფსქოლოგიური ტერმინების შერწყმა, როგორებიცაა მაკიაველიზმი (მანიპულაციისკენ მიდრეკილება), ნარცისიზმი (ეგოიზმის, მედიდურობისა და პატივმოყვარეობის პიროვნული თვისება) და ფსიქოპატია (ანტისოციალური ქცევა და დაუნდობლობა).

გაირკვა, რომ ქალების უმეტესობას იზიდავს ნარცისიზმისკენ მიდრეკილი კაცები, რომელთაც სახის საკმაოდ მკაცრი გამომეტყველება აქვთ. როგორც ჩანს, ქვეცნობიერად ქალები დარწმუნებულები არიან, რომ წარმატებული მამაკაცი – ეს არის ადამიანი, ზედმეტად სერიოზული და ამპარავანი გამომეტყველებით.

ამიტომ, თუკი გსურთ, გოგო თქვენით დაინტერესდეს, არ არის საჭირო ღიმილი. შეჭმუხნეთ წარბები და იარეთ დაბღვერილმა. და იმ ფოტოს შეცვლაც არ დაგავიწყდეთ სოციალურ ქსელში, რომელზეც დელფინთან ერთად ცურავთ და გულიანად იცინით.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here