საეჭვო გახდა ის, რომ საბავშვო ფესტივალზე მიმავალ ანსამბლში, ბავშვი მხოლოდ 5 იყო – საგარეო უწყება “გორდას” ისრაელში არშეშვებაზე

0
322

საქართველოს საკონსულო ისრაელში, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „გორდას“ არშეშვებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. უწყების ინფორმაციით, ანსამბლ „გორდა“ 17 კაციანი ჯგუფი ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურმა შემოწმების მიზნით გააჩერა.

მესაზღვრეებისთვის საეჭვო გახდა ის გარემოება, რომ ანსამბლი ისრაელში მიდიოდა საბავშვო ფესტივალზე მონაწილეობის მიღების მიზნით და ანსამბლის 17 წევრიდან ბავშვი მხოლოდ 5 იყო, დანარჩენი კი 25 წლის ზემოთ პირები. 

უწყების ინფორმაციითვე, საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად საქართველოს კონსული უკვე გაემგზავრა. 

ბავშვთა ანსამბლი გორდა ისრაელში საზღვარზე არ შეუშვეს. როგორც ხალხური ანსამბლის წევრების ახლობლებმა “კურიერს” უთხრეს, 15 ადამიანი ამჟამად სადეპორტაციო განყოფილებაშია  გადაყვანილი. მათ შორის 4 ბავშვია. ანსამბლი ისრაელში ერთ-ერთ ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებოდა. 

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here