BMW -ს ევოლუცია – ნახეთ, როგორ იწყობა BMW X7

0
514

ამ გერმანული კომპანიის დარსების ოფიციალურ თარიღად 1917 წლის 21 ივლისი ითვლება, თუმცა მისი ისტორია უკვე 1913 წლიდან იწყება. თავდაპირველად ეს იყო ფირმა, რომელიც თვითმფრინავების ძრავებს უშვებდა პირველი მსოფლიო ომის დროს. 1916 წლიდან კი კომპანიამ სახელი გადაირქვა, მას „ბაირიშე მოტორენ ვერკე“ ეწოდა და მომდევნო წელს ემბლემაც შემუშავდა – მოტრიალე პროპელერის სიმბოლო

როდესაც 1918 წელს, ვერსალის ხელშეკრულებით, საავიაციო ძრავების წარმოება აიკრძალა “ბეემვეს” გაკოტრება ემუქრებოდა, მაგრამ კომპანიის მთავარმა ინჟინერმა მაქს ფრიცმა გამჭრიახობა გამოიჩინა და მოტოციკლების გამოშვება დაიწყო. “ბეემვეს” პირველი მოტიციკლეტი – R32 მალე გახდა პოპულარული.

ხუთი წლის შემდეგ კომპანიამ დაბა აიზენახში (გერმანია) პატარა ავტომობილების მწარმოებელი ქარხანა შეიძინა. პირველი ავტომობილი – Dixi 3/15 PS დამზადდა აიზენბახის ქარხანაში. ის დამზადდა „აუსტინის“ ლიცენზიით და წარმოადგენდა ამერიკული Bantam და იაპონური Datsun-ის ანალოგს. პირველი Dixi გამოშვებული იყო ღია სახურავით და აღჭურვილი იყო 743 მუშა მოცულობის ძრავით, რომელიც იყო 4 ცილინდრიანი და ავითარებდა 15 ცხენის ძალის სიმძლავრეს. მაქსიმალური სიჩქარე იყო დაახლოებით 80 კმ/სთ. 1929 წელს მისი ახალი გაუმჯობესებული ვერსია გამოვიდა – DA2, რომელსაც ქონდა სრულად ფოლადის კორპუსი და ოთხივე თვლის მუხრუჭი. 1930 წელს ამ მოდელმა მოიგო პირველი რბოლა. სულ გამოშვებულ იქნა 18976 ერთეული.  

1932 წელს კომპანიამ საკუთარი ავტომობილი გამოუშვა- BMW AM 4

სამი წლის შემდეგ 1936 წელს წარმოდგენილ იქნა BMW 328. ის იყო ყველაზე პოპულარული და ითვლება “ბეემვეს” ყველაზე სახელგანთქმულ ომამდელ სპორტულ მანქანად. 328 ძირითადად სპორტის მიზნებისთვის იყო შექმნილი, რის შედეგადაც მან წარმატება მოუტანა მილი მაილიას იტალიაში 1938 წელს რბოლის მოგების დროს. თუმცა ის ასევეგ ახდა პოპულარული საგზაო ავტომობილიც. 

1935 წელს “ბეემვემ” კიდევ ერთხელ მოხსნა გაყიდვების რეკორდი, ოღონდ ამ შემთხვევაში ორ ბორბლიანი ტრანსპორტის ინდუსტრიაში. გამოუშვა მოტოციკლეტი, რომელიც ავითარებდა 108 ცხენის ძალას და ქონდა სიმძლავრის მასაზე გაანგარიშების გასაოცარი კოეფიციენტი, ამ მოტოციკლით ერნსტ ჰენემ მოხსნა მაშინდელი მსოფლიო რეკორდი და განავითარა 279,5 კმ/სთ სიჩქარე, რომელიც 20 წლის განმავლობაში იქნა შენარჩუნებული.

“ბეემვეს” წარმატება სამწუხაროდ ხანმოკლე გამოდგა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კომპანია დაიშალა. მისი ქარხნები დაინგრა და დაიშალა. ომის დროს სამი წლის განმავლობაში “ბეემვე” აწარმოებდა ომისათვის თვითმფრინავების ძრავებს და რაკეტებს. პირველი ომის შემდგომი მოდელი 1951 წელს გამოჩნდა. ის აღჭურვილი იყო V8 ძრავით და წარმოადგენდა ძვირადღირებულ კომფორტულ სედანს. 501 მოდელი წარუმატებელი აღმოჩნდა ომის შედეგად გაღატაკებული ქვეყნისათვის. მოთოვნა იყო ძალიან დაბალი და ბეემვე კინაღამ დაიხურა.

1956 წელს გამოვიდა ბეემვე 507, რომელიც სწრაფად გახდა სახელგანთქმული.

შესაძლოა, 507 კომპანიის არსებობის ისტორიაში ყველაზე ლამაზი მოდელი იყო. ავტომობილი 3,5 ლიტრიანი V8 ძრავით იყო აღჭურვილი. თუმცა, იმ დროისთვის მისი ფასი ძალიან დიდი იყო, რის გამოც სულ 252 ეგზემპლიარი გამოვიდა და დაბალი გაყიდვების გამო მისი წარმოება მალევე შეწყდა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 252 ეგზემპლარი 507 იქნა წარმოებული, ის მაინც გახდა “ბეემვეს” სიმძლავრის და ბრძოლის სიმბოლო, რომელიც ტრიუფმით დაბრუნდა 50-იან წლებში ომის შემდეგ.

შემდეგი ნაბიჯი “ბეემვეს” ევოლუციაში ვიცით 1962 წელს. 1500, რომელიც შეიქმნა 50-იანი წლების კრიზისის შემდგომ, გახდა “ბეემვეს” ახალი გადამრჩენი.

1990 წელს ბეემვემ ხელახლა მოსინჯა ძალები საავიაციო ძრავების ინდუსტრიაში  BMW Rolls-Royce GmbH-ის შექმნის შემდეგ როლს-როისთან ერთად. 1998 წელს როდესაც როლს-როისის გაყიდვები გაიზარდა, ბეემვემ ოფიციალურად იყიდა როლსროისის სავაჭრო ნიშანი, სახელი და ლოგო ფოლქსვაგენისაგან. 1994 წელს ბეემვემ კიდევ სხვა შესყიდვა განახორციელა როდესაც შეიძინა როვერი. მძიმე ზარალის შემდეგ კომპანია ბოლოს 2000 წელს გაიყიდა, როდესაც როვერი გაიხლიჩა ლენდ-როვერისაგან, რომელიც კომპანია ფორდმა შეიძინა. ბეემვემ შეიძინა უფლებები ინგლისური მინის წარმოებაზე და შექმნა ახალი მინი, რომელიც გამოვიდა 2002 წელს ავტოინდუსტრიაში.

1992 წელი ბეემვესთვის იყო ხელახალი დაბადება, როდესაც მან იმ დროს გადაუსწრო მის მთავარ კონკურენტს გაყიდვებით.

დღეისათვის “ბეემვე” თითქმის ყველაზე გაყიდვადი მარკაა და უფროდაუფრო საინტერესო მოდელებს ქმნის. ნახეთ როგორ ეწყობა თანამედროვე BMW X7

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here